• რეკლამა
  • კონტაქტი
23:24, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ერთი წელი მარტის აქციებიდან – ძალის გადამეტება, შურისძიება, დისკრედიტაცია, უკანონო დაკავებები და გამოუძიებელი საქმეები – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ალია ავტორი - ალია
13:18 03-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
93

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს ანალიტიკურ დოკუმენტს – ერთი წელი მარტის აქციებიდან:

  • სახელმწიფოს ამ დრომდე არ დაუსრულებია გამოძიება, ცალკეული პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების ფაქტებზე.
  • სახელმწიფოს მხრიდან არ მომხდარა დასაბუთებული განმარტება, არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე მშვიდობიანი აქტივისტების მიმართ.
  • ლაზარე გრიგორიადისის მიერ დაწყებული სამართლებრივი დევნა და გაჭიანურებული სასამართლო პროცესები სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური შურისძიების გამოხატულებაა.
  • „აგენტების კანონის“ გაწვევის მიუხედავად, გრძელდება სამოქალაქო ორგანიზაციების/მედიების დისკრედიტაცია

საქართველოს პარლამენტში ინიციირებული „უცხოეთის აგენტების“ კანონის საწინააღმდეგო მასშტაბური საპროტესტო გამოსვლებიდან ერთი წელი გავიდა. კანონპროექტის „გაწვევის“ მიუხედავად, მმართველი გუნდის წარმომადგენლები აგრძელებენ რუსული კანონის იდეის მხარდაჭერას. ბოლო ერთი წლის მანძილზე აქტიურად გაგრძელდა თავდასხმები სამოქალაქო ორგანიზაციებსა და მედიაზე. ორგანიზებული ფორმა მიიღო ხელისუფლების ჭარბმა აგრესიულმა რიტორიკამ ცალკეული აქტივისტებისა და უფლებადამცველების მიმართ. მთელი წლის განმავლობაში, კვლავ აქტიურად გამოიყენებოდა საპროტესტო აქციებზე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით მასშტაბური დაკავებების თვითნებური პრაქტიკა. მარტის აქციების დროს პოლიცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითგათვალისწინებული მექანიზმებს თვითნებურად იყენებდა, რითაც შეკრებისა და
მანიფესტაციის უფლებებს არღვევდა. აქციებზე ერთის მხრივ, კანონის მოთხოვნათა დარღვევით იყენებდნენ სპეციალურ საპოლიციო საშუალებებს (წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი), მეორე მხრივ, კი მასობრივად აკავებდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს და ცალკეულ შემთხვევებში, გაუმართლებელ, ძალადობრივ და ღირსების შემლახავ მოპყრობას ავლენდნენ მათ მიმართ.

  • საყურადღებოა, რომ აქციებზე არაერთი ადამიანი დააკავეს რუსული კანონის ხელმომწერი დეპუტატების მისამართით „მონებო“-ს შეძახილის საფუძვლით, რაც გაუმართლებელ ჩარევას წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლებაში.
  • ხელისუფლებამ რამდენიმე სპეციალური საშუალება გამოიყენა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ: ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლი. სპეციალური საშუალებები ზოგ შემთხვევაში გამოიყენებოდა პარალელურად, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. ამასთან, გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ პოლიციელი წყლის ჭავლში წიწაკის სპრეის ურევდა, რაც ადამიანების მიზანმიმართული და დისპროპორციული დაზიანების რისკებს ქმნის.

ჭარბი საპოლიციო ძალის გამოყენების პარალელურად, მარტის აქციების დროს გამოვლინდა სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ ფიზიკური ძალადობის შემთხვევები. მათ შორის, ძალადობრივ ქმედებებს ჰქონდა ადგილი პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლება“ წევრების – ზურა გირჩი ჯაფარიძისა და ნიკა მოსიაშვილის მიმართაც. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება 8 მარტს დაიწყო. სპეციალური საგამოძიებო სამსახურისგან მიღებული ინფორმაციით, საქმეზე ამ დრომდე მიმდინარეობს საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები და არც ერთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ არის დაწყებული.

„უცხოეთის აგენტების“ კანონის გაწვევის პარალელურად, ქართულმა ოცნებამ საპროტესტო აქციის მონაწილეების დისკრედიტაცია დაიწყო. დისკრედიტაციის კამპანია განსაკუთრებით აქტიური იყო ლაზარე გრიგორიადისის მიმართ, რომლის საქმე სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური შურისძიების ცალსახა გამოხატულებაა. ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური მართლმსაჯულების სამიზნედ გრიგორიადისის შერჩევაზე, სასამართლო პროცესების მიმდინარეობაც მიუთითებს. ლაზარეს საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2023 წლის მაისში დაიწყო და ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. პროკურატურის მხრიდან მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესი საქმის გაჭიანურების შთაბეჭდილებას ქმნის. არაერთხელ დაფიქსირდა სხდომაზე მხოლოდ ერთი მოწმის გამოძახების შემთხვევა. პროცესები რამდენჯერმე, ხანგრძლივი ვადით, მოსამართლის მიზეზითაც გადაიდო.

მარტის აქციებზე სახელმწიფოს მოქმედებამ და რეპრესიული მექანიზმების გამოყენების ფორმამ მკაფიოდ აჩვენა, რომ სახელმწიფოს მიზანი არა საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა, არამედ პოლიტიკური გამოხატვის შეზღუდვა იყო.

? დოკუმენტს სრულად გაეცანით აქ: https://socialjustice.org.ge/…/erti-tseli-martis-aktsiebidan

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?
ახალი ამბები

უნიფორმის ქიმწმენდა, სამედიცინო ხალათი და სასტუმროს ტექსტილის ქიმწმენდა – რატომ არის „მილანა“ საუკეთესო არჩევანი?

20:05 03-16-2026
სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 
ახალი ამბები

სინათლის ადამიანი – “ჩვენ ყოველთვის ვიცით ვისთვის ვმუშაობთ” 

16:30 03-16-2026
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved