• რეკლამა
  • კონტაქტი
21:24, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერთი სიტყვით, უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს აიძულებს, გაიღვიძოს და საერთოდ არ ერიდება სიმკაცრეს. ოღონდ ისე კი არა, როგორც ამას ,,ქართული ოცნების” უნიჭო და უზრდელი ,,ბავშვები” აკეთებენ!”-სანაია

ალია ავტორი - ალია
14:05 02-20-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“უკრაინის პრეზიდენტსა და მის დასავლელ კოლეგებს შორის განსხვავება – ცა და დედამიწაა. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამ აჩვენა, როგორი უნდა იყოს პოლიტიკური ლიდერი – თამამი, მკაფიო, ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე მყოფი.

დღეს ევროპაში და შესაძლოა, მთელ დასავლეთში, ზელენსკი უპირველესი ლიდერია. ევროპა თვლემს, ვერ აცნობიერებს საფრთხეს. მსოფლიოს წამყვან დემოკრატიებს არასდროს ჰყოლიათ ასეთი სუსტი, უხერხემლო და უფერული მმართველები. ევროპის ქვეყნების ლიდერები ჰგვანან მდიდარ ოჯახებში, ფუფუნებაში, კომფორტში აღზრდილ ბავშვებს, რომლებიც ხანდახან ეზოში გამოდიან სათამაშოდ. იქ ველურ გარემოში გაზრდილი ერთი ხულიგანი თანატოლი თავში წამოარტყამს ხოლმე ხელს, აშანტაჟებს, ფულს სძალავს და ჩაგრავს. ესენი კი მაინც მზად არიან, ამ ხულიგანთან გაატარონ დრო.

აი, ზელენსკი ის ბიჭი აღმოჩნდა, რომელიც, ერთი მხრივ, ამ ხულიგანს არ უშინდება. მეორე მხრივ, იმ ფუფუნებაში გაზრდილი, შეშინებული და მიჩმორებული ბავშვების აზრზე მოყვანას ცდილობს.

ზელენსკი კარიერული პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა. საომარ ვითარებაში ეს მისი დადებითი მხარე აღმოჩნდა. პირდაპირი უთხრა დასავლეთს, რაც ყველას გულში აქვს და, როგორც წესი, ხმამაღლა თქმას ერიდებიან.
თუ ნატოს კარი ღიაა – მიგვიღეთ ! თუ არ არის ღია – პირდაპირ და გულწრფელად გვითხარით !
აწესებთ სანქციებს – გვითხარით, რა სანქციები იქნება ! გვითხარით ომის დაწყებამდე !

ერთი სიტყვით, უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს აიძულებს, გაიღვიძოს და საერთოდ არ ერიდება სიმკაცრეს. ოღონდ ისე კი არა, როგორც ამას ,,ქართული ოცნების” უნიჭო და უზრდელი ,,ბავშვები” აკეთებენ საქართველოს საწინააღმდეგოდ და ყოველდღიურად უმტკიცებენ ყველა პარტნიორს, თავი დაგვანებეთო; არამედ პირიქით, ზელენსკი მოუწოდებს, დაეხმარნონ, მოქმედებს რა უკრაინის ეროვნული ინტერესების სასარგებლოდ.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved