• რეკლამა
  • კონტაქტი
06:02, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერთი პუნქტი იყო დამადლებული შემოსვლა პარლამენტში” – რატომ ვერ შედგა შეთანხმება და დამადლებული შესვლა პარლამენტში? – ირაკლი კობახიძე

ალია ავტორი - ალია
02:16 03-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

გამოჩნდა, რომ ოპოზიციის თვითმიზანი იყო ამ მოლაპარაკების ჩაშლა, ეს ოპოზიციური სპექტრი, მათ შორის ამ პირთა უმრავლესობა, რომელიც აქ იყო წარმოდგენილი დიალოგის რეჟიმში, იმართება კიევიდან, კონკრეტული პოლიტიკოსის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე:

„ამ დღეების განმავლობაში იყო წინსვლაც, თუმცა გამართლდა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. როგორც ჩანს, ოპოზიციისთვის იყო თვითმიზანი შეთანხმების არ მიღწევა. ეს გამოიხატა იმაში, რომ დაყენებული იყო კონკრეტული ულტიმატუმები, მათ შორის ისეთიც, რომლებიც ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას. ბუნებრივია, ასეთი ულტიმატუმები არის აბსოლუტურად მიუღებელი დიალოგის პროცესში. მე ვგულისხმობ კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას. გამოჩნდა, რომ ოპოზიციის თვითმიზანი იყო ამ მოლაპარაკების ჩაშლა, რაზეც ჩვენ გვქონდა ინფორმაცია. ვიცით, რომ ეს სპექტრი, ყველას არ ვგულისხმობ, არის ერთი-ორი გამონაკლისი, მაგრამ ეს ოპოზიციური სპექტრი, მათ შორის ამ პირთა უმრავლესობა, რომელიც აქ იყო წარმოდგენილი დიალოგის რეჟიმში, იმართება კიევიდან, კონკრეტული პოლიტიკოსის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში მათ ბუნებრივია, შეთანხმებაზე წამოსვლის არავითარი რესურსი არ ჰქონდათ, ეს იყო მთავარი მიზეზი, რატომაც მათ ჩაშალეს საბოლოოდ ჯამში შეთანხმება. თქვენ ნახეთ მათი გაღიზიანებული სახეები და გაღიზიანებული რიტორიკა, რაც არის ზუსტად იმის დასტური, რომ ყველამ დაინახა იქ ყველაფერი. ყველამ დაინახა ის, რომ ჩამშლელი იყო სწორედ ოპოზიცია, ეს არის მათი გაღიზიანების მიზეზი.

შეთანხმებაში ყველა პუნქტი, გარდა ერთისა, იყო ის, რომელიც ითვალისწინებდა „ქართული ოცნების“ მხრიდან რაღაცების გაკეთებას, ერთადერთი პუნქტი იყო დამადლებული შემოსვლა პარლამენტში.

ულტიმატუმები უკავშირდებოდა ორ პუნქტს და ერთი პუნქტი პირდაპირ ითვალისწინებდა კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვას, მეორე პუნქტი პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა სახელმწიფოს ინტერესებს.

ჩვენ ვართ ხელისუფლება, ხელისუფლების ამოცანა, პასუხისმგებლობა არის ის, რომ ჩვენ ქვეყანაში იყოს დაცული კანონის უზენაესობა, დაცული იყოს ამ სახელმწიფოს ინტერესები, მათ შორის იმ ძალებისგანაც, რომლებიც პირდაპირ მტრობენ სახელმწიფოს, მათ შორის იმ ულტიმატუმებით, რომლებიც აქ იყო დაყენებული.”

თეგები: ირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved