• რეკლამა
  • კონტაქტი
21:49, ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ერთი კვირა მის ოთახში მეძინა. არ ვიცი ფაიზერმა დამიცვა თუ რაიმე სხვა ძალამ, მაგრამ არაფერი გადამდებია“ – თეა გვასალია

ალია ავტორი - ალია
15:35 02-02-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

ყოფილი ტელეწამყვანი თეა გვასალია სოციალურ ქსელში წერს:

„საშუალო სტატისტიკური ოჯახის კოვიდ სატატისტიკა. (წლების შემდეგ გასახსენებლად)?იანვრის ერთ მზიან დილას ფაიზერით სამჯერ აცრილმა მამაჩემმა რომ გამოაცხადა, რაღაც ყელი მფხაჭნისო, მაშინვე კოვიდის დიაგნოზი დავუსვი და თავის ოთახში გავამწესე იზოლაციაში. ჯერ ერთი იმიტომ, რომ თავისი 86 წლის მიუხედავად, ყველა ჩვენგანზე ჯანმრთელი და ენერგიულია, ყოველ ახალ დილას ვარჯიშით იწყებს, ჯანსაღად იკვებება, ფეხით დადის, ემერიტუსის სტატუსის მიუხედავად აგრძელებს ლექციების კითხვას, დოქტორანტები ჰყავს, კომპიუტერულ ტექნოლოგიებში გადასარევად ერკვევა და ერთი ინგლისური ვერ ისწავლა, თორემ სხვა მხრივ 21-ე საუკუნის სრულფასოვანი მოქალაქეა და რაც მთავარია, საშუალოდ ათ წელიწადში ერთხელ ემართება ხოლმე სურდო. და რადგან წინა გაციებიდან ჯერ ხუთი წელიც არ იყო გასული, გარეთ კი ომიკრონი მძვინვარებდა, არ იყო ძნელი მისახვედრი რა სჭირდა?. მოკლედ, ეს გავუშვი იზოლაციაში და ავამოქმედე ყველა პროტოკოლი, რაც კი ჯანმოს შავგრემან კაცს გაუხმოვანებია პანდემიის დაწყებიდან დღემდე. პისიარ ტესტი მესამე დღისთვის გამოვიძახე. სწორედ იმ დღეს მისცა სანდროს 39.5 სიცხე. უკვე ტესტიც არ იყო საჭირო დიაგნოზისთვის, მაგრამ სტატისტიკა ხომ უნდა შეგვევსო?. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე ტესტი დადებითი აღმოჩნდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მამაჩემს მეორე დღეს გაუარა ყელის ტკივილმა და სხვა არანაირი სიმპტომი არ ჰქონია. სანდროს შემდეგი ორი დღე ჰქონდა დაბალი სიცხეები, ახლა კარგადაა, ცოტა ახველებს. მე, ცხადია ბავშვი (რომელიც ზემოდან დამყურებს?) მარტო ვერ დავტოვე და ერთი კვირა მის ოთახში მეძინა. არ ვიცი ფაიზერმა დამიცვა თუ რაიმე სხვა ძალამ, მაგრამ არაფერი გადამდებია. ელენე იხვეწებოდა, არ მომეკაროთ, ფინალურები მაქვს ჩასაბარებელიო და ისიც და მელანოც გადარჩნენ ამ ჯერზე. სახელმწიფოს მხრიდან ყურადღებას რაც შეეხება, ცოდვას ვერ ვიტყვი, ლამის ყოველ დღე მირეკავენ ჯანდაცვიდან, მაგრამ ძირითადად სტატისტიკისთვის, ანუ მეკითხებიან კოვიდიანების პირად ნომრებს, დაბადების თარიღებს, ოჯახის წევრთა რაოდენობას, ვისაც არ გადაგვედო მათ მონაცემებს და ტელეფონის ნომრებს იწერენ და მეუბნებიან ექიმი დაგიკავშირდებათო, მაგრამ მორიგი ზარით ისევ მამაჩემის დაბადების თარიღს ამოწმებენ?. სანდროს მოსაკითხად კი დაგვირეკა ექიმმა, რომელსაც 112-მა გადასცა სიცხიანი სანდროს მონაცემები, გაეხარდა მსუბუქად რომ მიმდინარეობდა ეს ამბავი და თუ რამე დაგჭირდეთ, არ მოგერიდოთ, შემეხმიანეთო, დამიბარა. ამ ორივეს კარანტინი დამთავრდა, უკვე შეგვიძლია გარეთ გასვლა, მაგრამ სადაც გავიხედე, ყველას კოვიდი ჭირს და არაა საჭირო ზედმეტად სიარული. იმედია ეს კოვიდის ბოლო შტამი იქნება, იოლად მოვიხდით და ზაფხულში თუ არა, შემოდგომისთვის მაინც დავასრულებთ კაცობრიობის შეგნებისა და ფიზიკური და მენტალური გამძლეობის გამოსაცდელად მოვლენილ 21-ე საუკუნის პირველ პანდემიას“ – წერს გვასალია.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved