• რეკლამა
  • კონტაქტი
00:44, შაბათი, 20 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ერთი განმარტება ძალიან გადაფსიხებული ქოც “კეთილის მსურველებისთვის” და არა მარტო მათთვის“ – გიორგი ფოფხაძე

ალია ავტორი - ალია
18:03 08-18-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,510

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე:

„ერთი განმარტება ძალიან გადაფსიხებული ქოც “კეთილის მსურველებისთვის” და არა მარტო მათთვის..
თუ ვინმეს გონია რომ, რასაც ვაკეთებ პოლიტიკა არაა, ძალიან ცდება. თუ საქართველოში არც ერთ პოლიტიკურ გაერთიანებაში არა ვარ, არ ნიშნავს რომ, პოლიტიკიდან განზე ვდგავარ. არც იმას ნიშნავს რომ, “ჩემი მოსაწონი პარტია” და პოლიტიკური ჯგუფი არ გამოჩნდა.. თქვენ წარმოიდგინეთ და ლიბერალურ ფლანგზეც მყავს პარტიები რომლებსაც სიმპატიებს ვუცხადებ, ცენტეისტებთანაც (ნუ ამ სეგმენტში მხოლოდ ერთი პარტია გვყავს “გახარიებ” სამწუხაროდ) და მემარჯვენეებშიც..
თავად, მე მემარჯვენე ცენტრისტი ვარ ჩემი მრწამსით, იდეოლოგიით, მიმართულებით აი როგორიცაა საფრანგეთის “რესპუბლიკური პარტია” (სარკოზისტები). ბელგიური NVA ( ახლა ქვეყნის მმართველი).. იტალიური ძმები (ჯორჯა მელონი) გერმანული CDU/CSU,.. ანუ ევროპული კონსერვატორი, რომლისთვისაც სახელმწიფო არის საშუალო და წვრილ ბიზნესზე დაფუძნებული ცოცხალი ორგანიზმი, მკაცრი საემიგრაციო პოლიტიკით,(ეს რა თქმა უნდა მოიცავს ქვეყანაში შემოსული ლეგალური ემიგრაციის სრულ ასიმილაციას, ისე რომ, მათ თავიანთი ეთნიკური ფესვები არ დაკარგონ) ეროვნული ტრადიციების და კულტურის დაცვით, ქვეყნის მოქალაქეების უფლებების მიზანმიმართულ და უპირობო დაცვას განურჩევლად მათი ერისა, იდენტობისა, პოლიტიკური, რელიგიური და სექსუალური მრწამსისა.. რა თქმა უნდა ევროფილი და არა ევროფობი.(ვთვლი რომ, ჩვენ ევროპიდან უნდა წამოვიღოთ საუკეთესო და ასევე ჩვენი საუკეთესო შევიტანოთ ევროპაში)..
ეს რომ, იცოდეთ ვინ ვარ და რატომ ვაკეთებ იმას რასაც ვაკეთებ..
და ბოლოს ორი საკითხი.. 1. ვარ თუ არა არჩევნებში მონაწილეობის მომხრე, გეტყვით რომ -არა. თუმცა ის პარტიები რომლებიც ამ გზით წავიდნენ საკუთარი ხედვა გააჩნიათ, ისევე როგორც მე და დემოკრატიულ წყობაში, ერთნაირად ფიქრი გამორიცხულია. (ასეთ ქვეყანაში გავიზარდე მე “სუსურუკუ” რომ ერქვა და ყველას ერთნაირად გვაფიქრებდნენ და… აღარ მინდა)
2. რუსეთთან დამოკიდებულება- აქ ჩემი შეხედულება ძალიან მარტივია -“ძირს რუსეთის ბოროტების იმპერია” გაუმარჯოს ერთიან და ძლიერ საქართველოს.. ამასთანავე ჩვენ ყველა მეზობელთან უნდა გვქონდეს კარგი დამოკიდებულება თუმცა ამ მომენტში და მოცემულობაში რუსეთთან ასეთი რამე შეუძლებლად მეჩვენება. არა იმიტომ რომ მე ომი მინდა, არამედ იმიტომ რომ, რუსეთს მუდამ აქვს იმპერიული ზრახვა ჩვენი ქვეყნისადმი..
სულ ეს მინდოდა მეთქვა..
მადლობა თუ ბოლომდე წაიკითხეთ ეს გრძლად ნათქვამი მოკლე სიტყვა…“
თეგები: გიორგი ფოფხაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved