• რეკლამა
  • კონტაქტი
18:34, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერთი დაკვირვება ვაწარმოე ანტივაქსერებზე და დავასკვენი…” – რას წერს მაია ბუწაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:21 07-09-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
237

ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი:

ერთი დაკვირვება ვაწარმოე ანტივაქსერებზე და დავასკვენი, რომ ზოგიერთ მათგანს აცრა და ვაქცინა სხვადასხვა რამე გონია. სიტყვა „ვაქცინის“ გაგონება მათში მაშინვე კოვიდის ვაქცინის ასოციაციას იწვევს და იწყებენ საშინელ ლანძღვა-გინებას, წყევლას და მიწაში ჩადებას, რაც ვაქცინების შესახებ ჩემი არაერთი პოსტის და პოდკასტის გარშემო ატყდა. ძირითადად ვიცი ხოლმე, რომ ამ კომენტარებზე პასუხის გაცემას აზრი არა აქვს, რადგან ლოგიკურ პოლემიკაში არ მოგყვებიან და უფრო უარეს ლანძღვა-გინებას მოაყოლებენ ხოლმე. თუმცა ხანდახან მაინც ვცდილობ კომუნიკაციას იმის იმედით, რომ ვიღაცას მაინც შევაცვლევინებ აზრს. შევნიშნე, რომ თუნდაც, მაგალითად, წითელას ან ყივანახველას ვაქცინაზე იყოს ლაპარაკი და კოვიდი ნახსენებიც არ იყოს, მაინც კოვიდ ვაქცინაზე იწყებენ ჩხუბს და ჩემს საპატიო „კოვიდ-ფაშისტის“ წოდებას სხვადასხვა ბრუნვაში ახსენებენ.
როდესაც ვეკითხები, თავიანთ/ახლობლების შვილებს უტარებენ თუ არა აცრებს (მაგალითად მომყავს წითელა ამჟამად არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომიდინარე), ზოგიერთი მპასუხობს, რომ აცრებს, რა თქმა უნდა, უტარებს და „წითელა საერთოდ რა შუაშია როცა ვაქცინებზეა ლაპარაკი“, „აცრას ბავშვებს როგორ არ ვუტარებთ“ და ა.შ.
ანუ, ჩემი მოკრძალებული დასკვნა ასეთია – რადგანაც იმუნიზაციაზე კომუნიკაცია აუცილებელია ნებისმიერ ჯგუფთან, ვაქცინებზე ლაპარაკისას მგონი ჯობია სიტყვა „აცრა“ გამოვიყენოთ, თორემ ზოგიერთებს სიტყვა ვაქცინაზე პირდაპირ კოვიდ ვაქცინა უტივტივდებათ გონებაში და აღარც კი ცდილობენ წაიკითხონ/მოისმინონ სხვა ინფექციებზე აცრების მნიშვნელობა. ცხადია, ჭეშმარიტი, მამალი ანტივაქსერებიც არსებობენ, რომლებიც სრულიად გააზრებულად ებრძვიან ყველანაირ ვაქცინას, მათ შორის წითელას, წითურას თუ სხვა ვაქცინებს.
აქვე დავამატებ, რომ ზოგიერთი აქტიური ანტივაქსერი თავის შვილებს/შვილიშვილებს უტარებს ბავშთა ასაკის აცრებს და სხვებს მოუწოდებს არ აიცრან. არაერთხელ გამოიკვეთა, რომ ეს სხვადასხვა ანგარების მიზნით ხდება.
დანაშაულია სხვა ადამიანისთვის უმძიმესი ინფექციების აცრების საწინააღმდეგო მოწოდება. თუ თქვენს გამო ადამიანი აცრას გადაიფიქრებს და შემდეგ ეს ინფექცია დაემართება (რომელიც შეიძლება მისთვის მომაკვდინებელიც აღმოჩნდეს), პასუხისმგებლობის ეს ტვირთი როგორ უნდა ატაროთ მთელი ცხოვრება?
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ წითელას შემთხვევების მატების შესახებ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved