• რეკლამა
  • კონტაქტი
19:06, ორშაბათი, 24 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ერთი აქსიომა უნდა გავიაზროთ, რომ სასოწარკვეთაში არ ჩავვარდეთ” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
23:36 10-04-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,782

აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს:

,,ისტორიას თუ გავყვებით, აღმოვაჩენთ რომ პრაქტიკულად ყველა ერში ებრძოდა ერთმანეთს ნათელი და ბნელი, ცივილიზაცია და ანტი-ცივილიზაცია. ებრძოდა იმიტომ, რომ ნათელი და ბნელი ვერასოდეს შეთანხმდება და ვერ დადგება ერთ პლატფორმაზე. ეს ორი სხვადასხვა სამყაროა; ღირებულებათა სრულიად განსხვავებული ორი სისტემა. იმ ქვეყნებში, სადაც ერის ნათელმა ბნელს ფიზიკურად აჯობა, ცივილიზაცია დაფუძნდა.
საქართველოში, ყველა მსგავს კრიტიკულ მომენტში, ანტი-ცივილიზაციის მომხრეებმა იმარჯვეს, ამიტომ ლოგიკურად მოვედით დღევანდელობამდე.
გულუბრყვილობაა იმაზე ფიქრი, რომ საქართველოში მოხდება სასწაული და ნათელი და ბნელი გაერთიანდება, ერთ პლატფორმაზე დადგება. ლოგიკურად შეუძლებელია ამის დაშვებაც კი. ამიტომ ამბობდა თავის დროზე ცხონებული ზვიადი, არ შეიძლება სამოქალაქო ომის დაწყებაო. არ შეიძლებოდა იმიტომ, რომ თუ ბნელი გაიმარჯვებდა, მერე ქვეყანა არასწორი გზით წავიდოდა. ასეც მოხდა.
ახლა კიდევ ერთი აქსიომა უნდა გავიაზროთ, რომ სასოწარკვეთაში არ ჩავვარდეთ. საქართველოს არა აქვს საკუთარ ანტი-ცივილიზაციაზე გამარჯვების ლოგიკური რესურსი, არც ფიზიკური, არც ინტელექტუალური. შესაბამისად, მკვეთრი, რევოლუციური ცვლილება ვერ მოხდება.
საბედნიეროდ, საერთაშორისო კონტექსტია ისეთი, რომ ლოგიკურად ცივილიზაციამ უნდა გაიმარჯვოს. ქართული ანტი-ცივილიზაცია უიმედოა ამიტომ და თვითგანადგურების რეჟიმშია. ნათელმა სპექტრმა საკუთარი პროტესტი ღადარში მინავლული ნაკვერჩხალივით უნდა შეინახოს თავსხმა წვიმაში და როცა ლოგიკური საერთაშორისო კონტექსტი შეიქმნება, კოცონი გააღვივოს.
როგორც ციმბირის გულაგებიდან გაქცეული პატიმრები ერთმანეთს ჭამდნენ საგზლად, ასე იყენებდნენ ქართველები ერთმანეთის სულსა და ხორცს საუკუნეების ქარტეხილების გასავლელად და ასე, ერთმანეთის ჭამით მოვაღწიეთ დღევანდლამდე. ბოროტი საგზალია ეს და როგორმე თავის გატანის და გადარჩენის სხვა გზა უნდა ვიპოვოთ, რადგან მოყვასის შეჭმას არგადარჩენა სჯობს.
ნუ შევჭამთ ერთმანეთს ამიტომ.“

თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?
ახალი ამბები

როგორ ავირჩიოთ სახის დასაბანი კანის ტიპის მიხედვით?

09:00 08-24-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს და კომბინაციებს მომხმარებელი ექსკლუზიური პირობით გაიაქტიურებს

09:00 08-23-2026
თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, რუსთავში წარმოებული საბავშვო სათამაშო მოედნები ექსპორტზე გადის

13:55 08-21-2026
ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

ფესტივალი ZEIMI – ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

11:56 08-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved