• რეკლამა
  • კონტაქტი
08:26, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერთადერთი ხსნა ქვეყნიდან წასვლაა… “ოჯახს მაგრად ჩაეხუტე” – მომავალი ემიგრანტის წერილი და ემიგრანტების პასუხი

ალია ავტორი - ალია
21:14 09-18-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
171

სოციალურ ჯგუფში “ქართული დიასპორა იტალიაში” ქართველი ქალის წერილი ვრცელდება, რომელიც დახმარებას ითხოვს, როგორც კომენატარებიდან ირკვევა, მხოლოდ უახლოეს ერთ თვეში მინიმუმ რამდენიმე ქალი ემზადება კიდევ იტალიაში გასამგზავრებლად და სამუშაოდ:

“მეგობრებო თქვენი დახმარება მჭირდება…

ვეცდები ჩამოვაყალიბო ჩემი მდგომარეობა..

მოკლედ ვარ იმ მდგომატეობაში რომ ერთადერთ ხსნას ქვეყნიდან წასვლაში ვხედავ. გადავწყვიტე რაც შეიძლება სწრაფად ჩამოვიდე იტალიაში… მანდამდე ჩამოსვლას ვახერხებ, როგორც გავარკვიე არ შემექმნება პრობლემა მაგრამ აქედან იწყება აუარებელი პრობლემები…

საერთოდ არ ვიცი ვის შეიძლება მივმართო, რა მოლოდინი უნდა მქონდეს როგორ ვნახავ სამსახურს, რამე პროცედურა თუ მჭირდება…

მოკლედ ძალიან მინდა დამეხმაროთ და გამარკვიოთ იმ ნიუანსებში რისი ცოდნაც აუცილებლად დამჭირდება

ვიაზრებ რომ ასე ყველაფრის გაურკვევლად წამოსვლა ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩამაგდებს მაგრამ სხვა არანაირი შესაძლებლობა არ მაქვს, დროც კი არ მაქვს იმის რომ რამეს ველოდო, რამე კარგად გავარკვიო და შემდეგ გადავდგა ეს ნაბიჯი.. იძულებული ვარ მაქსიმუმ 2კვორაში მანდ ჩამოსვლა შევძლო და მერე… მერე უკვე რა გავაკეთო რითი დავიწყო იქნებ მირჩიოთ ყველაფერი მაინტერესებს… ის ნაბიჯები მაინტერესებს რაც უკვე უმეტესობამ გადადგით საწყის ეტაპზე… რა თქმა უნდა არ მექნება არანაირი საბუთი და არ ვიცი ენა…”

კომენტარებში წერენ:

“მე პირადად დაგეხმარები მე სადაც ვარ იმ ქალაქში ყველანაირად შემეხმიანეთ პირადში”

“ოქროს კოშკებს ვერ დაგპირდებით, მოგიწევთ ძალიან რთული გზის გავლა, ერთს გეტყვით, ნაპოლში ჩამოდი და რითიც შევლებ დაგეხმარები, ოღონ იცოდე, რთული და ეკლიანი გზა გელის”

“მენდეთ ერთი დღე არ დაგტოვებთ უმუშევარს, არც დამსაქმებელი გჭირდებათ და არც ბინა პირდაპირ გაგიშვებ სამსახურში ერთ კაი ბებიასთან”

“ჩემ ქალაქში თუ ჩამოხვალთ მეც შემიძლია დახმარება რითაც შემეძლება …მეც ერთი რიგითი ბადანტე ვარ”

“მომწრეთ პირადში ვეცდები ყველანაირად დაგეხმაროდ, აეროპორტში თუ გყავთ ვინმე დამხვედრი?”

“მეც მასე წამოვედი მარტო ღმერთის ანაბარა და ჩემი თავის იმედით რომ ყველაფერი კარგად იქნება, აველინოში ვარ ამჟამად ნაპოლთან ახლოს თუ დაგჭირდე მოგხედავ”

“ჩემი თავი გამახსენე, წლების წინ ასე ჩამოვედი ბრმად რასაც ქვია …მომწერე ჯამრთელობა თუ ხელს გიწყობს დანარჩენს ეშველება”

“როდის მიდიხარ მეც ვაპირებ თვის ბოლოს წასვლას”

არ ინერვიულო ჩამოდი მთავარია აქ და სამსახურს იშოვი. ახლა არის და არ ინერვიულო.ენა არავინ არ იცის რომ მოდიან, გვერდით დაგიდგებით. აქ ბევრი კეთილი ადამიანია”

“გუგლ მაპის გამოყენება ისწავლეთ, რომ არ დაიბნეთ და ადვილად მოძებნოთ სასურველი მისამართი და გუგლ ტრანსლეიტი გადმოწერეთ ტელეფონში. მოკლე წინადადებები ისწავლეთ, მაგალითად, გშია? გტკივა რამე?გწყურია? ადექი, წადი. მოდი. ელემეტარული ავეჯის სახელები, სამზარეულოს ნივთების სახელები. ასევე მარჯვენა, მარცხენა, წინ, უკან, ახლოს, შორს. სად არის, რა ღირს და ასე შემდეგ. მერე გაგიადვილიდებათ უფრო გაგება”

“თუ არ წასულხარ დამიკავშირდი..მეც მივდივარ და თუ დაგვემთხვევა ერთად წასვლა არ გექნება სანერვიულო….”

“მობილიზებული იყავი რომ უცხო ქვეყანაში ძნელია მაგრამ მაგაში გიხდიან თანხას. შემეხმიანე, დაგეხმარები”

“ასე დაბნეული წამოვედი 1წლის და 4 თვის უკან ნუ გეშინიათ გარისკეთ. წარმატებებს გისურვებთ. საჩვენებელი 300 ევრო მქონდა და იმ საღამოსვე დამსაქმებელმა 200 გამომართვა მარა უფალს არ მიუტოვებივარ”

“რაც მთავარია, სიმშვიდე შეინარჩუნე, ოჯახს მაგრად ჩაეხუტე ამ ორ კვირაში, დანარჩენი ყველაფერი მოგვარებადია.”

კომენტარების უმეტესობა ერთმანეთს ჰგავს – “მომწერე, დაგეხმარები”, “ჩამოდი, დაგეხმარები”

თეგები: ემიგრანტები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved