• რეკლამა
  • კონტაქტი
18:12, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ერთადერთი დეპუტატი ვარ მსოფლიოში, რომელსაც არც ერთი ცენტი ხელფასი არ ამიღია – შალვა ნათელაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:49 02-07-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, შალვა ნათელაშვილმა, „ფორმულას“ ეთერში მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ისაუბრა. 

„მეტი რით დაგიმტკიცოთ, რომ არაფერი არ მინდა, გარდა ამ ქვეყნის და ხალხის ბედნიერებისა. ერთადერთი დეპუტატი ვარ დედამიწაზე, რა გავაკეთო. სუსის ორ აგენტს, ელისაშვილს და იოსელიანს რომ დაუთვლია, თითქოს 5 მილიონი წავიღე სახლში, ეს არის ბოლო 30 წელში დამლაგებლებისთვის გაცემული ხელფასი, წყალზე, შუქზე, გაზზე ოფისისთვის გადახდილი გადასახადი, ყარაულის ხელფასი, ეს არის აპარატის ხელფასი და დაწერეს, რომ ყველაფერი მე წავიღე.

ვერაფერი გამოიგონეს, გარდა ცილისწამების, ხელფასის და სახლის, სადაც გავიზარდე. ამათ რა უნდა ელაპარაკო. ჩემი ხელფასი პარლამენტში უდევთ და ჭამენ. 80 მილიონის ჯიპები იყიდეს, დაასეირნებენ სიდედრებს, სიმამრებს, მეგობრებს“- განაცხადა ნათელაშვილმა.

პოლიტიკოსის თქმით, მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას სათავეში ბიძინა ივანიშვილი უდგას, რადგან მისი პარტიაა ერთადერთი, რომელიც ივანიშვილის ჰარმონიას არღვევს.

„ჩემთვის უფლებამოსილების შეწყვეტას კომიტეტმა კი არ დაუჭირა მხარი, არამედ  ბიძინა ივანიშვილმა. მისი იდეაფიქსია, რომ ლეიბორისტული პარტია პოლიტიკურ ასპარეზზე არ არსებობდეს. რადგანაც ჩვენ ვარღვევთ იდეალურ ჰარმონიას ქვეყნის უსამართლო სისტემაში, რომელიც ქვეყანაში დაამყარა ოლიგარქმა, სადაც ბატონობს ფული, ბატონობს ძალა, ბატონობს რეპრესია. ბატონობს მოგება მოსახლეობის 3%-სთვის, ხოლო 97%-ს არაფერი არ უნდა გააჩნდეს, გარდა ქვეყნიდან გაქცევისა, უმუშევრობის, უპენსიობის… ერთადერთი ამ წყობაში დისონანსი შეგვაქვს ჩვენ, ლეიბორისტულ პარტიას. ვერავინ ვერ წამოგვაძახებს, რომ ფული მოვიპარეთ, მსხვილი ოლიგარქია გვაფინანსებს, სპეცსამსახურის მიერ შექმნილი პარტია ვართ, როგორც ელისაშვილი და იოსელიანი, რომ დარბიან, ვითომ ოპოზიციონერები“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved