• რეკლამა
  • კონტაქტი
05:27, სამშაბათი, 8 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერთ მშვენიერ დღეს, მანანო თავგადახოზლილი მოვიდა, მანანო გარკვეული დროით რჩებოდა მაღალ “რისკ ჯგუფად” – დავით მრელაშვილი

ალია ავტორი - ალია
20:51 07-29-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

აშშ-ში მცხოვრები ტელენევროლოგი, დავით მრელაშვილი:

საბავშვო ბაღში ერთი ჯგუფელი მყავდა, მანანო ერქვა.

ერთ მშვენიერ დღეს, მანანო თავგადახოზლილი მოვიდა – ახალი ამბავი უცებ მოედო მთელ ჯგუფს რომ თურმე მანანოს ტილები ჰყავდა.

მახსოვს მაშინვე ყველა ბავშვებმა დავიწყეთ მოშორებით თამაში რომ ტილები არ გადაგვდებოდა, და ეს ჩვევა კარგა ხანი გაგრძელდა, მას მერე რაც დიდი ალბათობით აღარ ჰყავდა – რადგან მანანო გარკვეული დროის განმავლობაში რჩებოდა მაღალ “რისკ ჯგუფად” (თუმცა მაშინ ამ ტერმინის აზრზეც არ ვიყავი).

ჩვენ მოზრდილები – მანერა ნასწავლი ბავშვები ვართ. სამსახურში მისული დიდი ხნის უნახავ თანამშრომელს რომ ვნახავთ, რომელიც ახლახან დაბრუნდა შვებულებიდან, და სახეზე ან ხელებზე უცნაური გამონაყარი აქვს რომელიც მუნს ჰგავს (თუმცა ზუსტად არ ვიცით), ალბათ მინიმუმ ვეცდებით რომ ხელი არ ჩამოვართვათ და არ გადავკოცნოთ ხო?

ჰოდა თქვე დალოცვილებო, კორონასგან განსხვავებით არც ტილი და არც მუნი არ კლავს, და თუ “მისაღებია” ის სურვილი, არჩევანი და საქციელი რომ *მაღალი ალბათობით* ბაღლინჯო-შესეულ ადამიანთან ახლო კონტაქტი არ გქონდეთ, რატომ თვლით აუცრელ ადამიანს (რომელსაც *მრავალჯერ მომატებული* ალბათობა აქვს მკვლელი ინფექციის) უფლება შერაცხულად რომ სხვა ადამიანს ან ადამიანების ჯგუფს არ უნდოდეს ამ აუცრელ ადამიანთან ფიზიკურად ახლო კონტაქტი?

მე რომ ექიმთან მივალ და ერთ კაბინეტს აწერია რომ ექიმი აცრილია, მეორე აუცრელი – მე (გინდ აუცრელი ვიყო თვითონ გინდ აცრილი) რა თქმა უნდა მენდომება რომ აცრილ ექიმთან შევიდე, რადგან სხვამხრივ თანაბარ პირობებში მრავალჯერ მცირე რისკი მაქვს რომ კორონა გადამედოს.

ასევეა კაფეებში, რესტორნებში, ოფისის განყოფილებებში – სადაც დავინახავ “სტიკერს” კარებზე რომ “ჩვენთან პერსონალის 100% აცრილია” – იქ მივალ ხო?

მე ასეთ სცენარს ვხედავ ახლო მომავალში, ძალად არავინ არავის არ აცრის ჯარში წაყვანის შიშით დამალულ წვევამდელივით რომელსაც სახლიდან კომისარი გამოათრევს და წაიყვანს სიცოცხლის გასარისკად (ეგაა ძალით).

ბონუს აბზაცი მათთვის ვინც კონტრ-არგუმენტად ადამიანის უფლებების შელახვის საბაბს იშველიებს: როდესაც მოცემულ სიტუაციაში – პანდემიაში – ერთზე მეტი უფლება ირღვევა და არჩევანი უნდა გაკეთდეს რომელიმეზე (სხვა გზა არ არის), უნდა დავიცვათ ყველაზე უზენაესი უფლება, და ეს – საერთაშორისო დონეზე ადამიანის სიცოცხლის უფლებაა.

მორალური და ფინანსური ზიანი, შეურაცხყოფა, სიტყვის თავისუფლება, სამსახურის დაკარგვა და ასე შემდეგ – ბევრ სხვა მნიშვნელოვან უფლებაზე მაღლა – თქვენს გვერდზე მყოფი ადამიანის სიცოცხლის უფლებაა რომელსაც არ უნდა რომ (თუნდაც რაღაც პროცენტში) თქვენ მისი მკვლელი გახდეთ.

ასე რომ, საქართველოს მანანებო, უფლებების იერარქია დავალაგოთ და – ა-ი-ცერ-ით

თეგები: დავით მრელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved