• რეკლამა
  • კონტაქტი
13:13, ორშაბათი, 22 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ერთ მინისტრს ივანიშვილი, პოსტზე დარჩენის სანაცვლოდ, წელიწადში 2 მილიონ დოლარს და ხელშეუხებლობას დაპირდა“

ალია ავტორი - ალია
15:20 07-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,526

გიორგი ჯავახაძე

„ალიას“ ესაუბრება „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, რომელსაც, ვინაობის გამხელა საჯაროდ, გასაგებ მიზეზთა გამო, არ სურს:

„გამოყვეს „ოცნებიდან“ სამი რაინდი – ყაველაშვილი, ხუნდაძე და სუბარი და დანიშნეს ევროპის და ამერიკის მლანძღველის თანამდებობაზე მაგრამ…  საქმე ისაა, რომ არც ერთს, არც სუბარს, არც ყაველაშვილს და არც ხუნდაძეს, დაწერილის წაკითხვაც არ შეუძლია. კობახიძეს მოუწია გამოსვლა და საუბარი ამ თემაზე ისევ. დასცინა ხალხმა, თუ მაინც კობახიძეს და მდინარაძეს უნდა ელანძღვა დასავლეთი, ეს სამკაციანი „კომიტეტი“ დასავლეთის სალანძღავად რაღატომ შექმენითო. ადგნენ მერე და ყაველაშვილს წერილი დაუწერეს, ხელი მოაწერინეს და გაუგზავნეს ამერიკის ელჩს. თან ეს წერილი ღიად გამოფინეს, სამარცხვინოდ და კელი დეგნანს ამ იდიოტურ წერილზე კომენტარიც სთხოვეს. სიმართლე ისაა, რომ კობახიძესაც, ღარიბაშვილსა, მდინარაძესაც და რასაკვირველია, დასავლეთის მლანძღველთა თანამდებობაზე დანიშნულებსაც, სულ არ ადარდებს არც ამერიკა, არც ევროპა, არც კელი დეგნანი, არც მიშელი, არც არჩევნები… მათი სადარდებელი მხოლოდ და მხოლოდ ფულია. ვაშლის მოსაკრეფად რომ დაიქირაო მუშა, დამპალ და საღ ვაშლს ერთად არ ჩაგილაგებს, მოსავალი რომ არ გაგიფუჭოს და კობახიძე და ღარიბაშვილი, ივანიშვილის კონკრეტული ბრძანება თუ არ ექნებათ, დამპალ ვაშლსაც საღ ვაშლთან ერთად ჩადებენ – იმდენად მექანიკურად იმეორებენ ყველა ბრძანებას. არანაირი ორიენტაცია „ოცნებას“ არ გააჩნია, „ოცნებაში“ არ დარჩა ადამიანი, რომელსაც საკუთარი აზრი გააჩნია. დღეს რომ ღარიბაშვილი დაიჭიროს ბიძინამ და თქვას, აი, პირადად მე მომპარა რამდენიმე მილიონიო, „ოცნების“ ყველა წევრი და მომხრე გადაუვლის ღარიბაშვილს და რას აღარ დაწერს მასზე. ამის მერე, 3 დღეში რომ თქვას შემეშალაო, ბიძინამ და გამოუშვას ღარიბაშვილი ციხიდან, „ოცნების“ ყველა წევრი და მომხრე ისევ ღარიბაშვილის ქებას დაიწყებს და ვინც ასე არ მოიქცევა, მას ნაცად შერაცხავენ. ასე რომ, მხოლოდ მთავრობა კი არ ემორჩილება ბიძინას სიტყვებს, არამედ, „ოცნების“ ამომრჩეველიც და ყველა ხმა, რომელიც „ოცნებამ“ მიიღო, გამოდის, ბიძინამ მისცა ბიძინას. დიდი ხანია ყველამ ვიცით, რომ ხელფასების, ბიუჯეტის ქურდობის, ატკატების გარდა – ჩინოვნიკებთან მიდიოდა კონვერტები – ზოგთან დიდი, ზოგთან – პატარა, ზოგთან უფრო პატარა. მიდიოდა და აღარ მიდის, რადგან ბიძინამ იცის, ვინ რა ოდენობის ფულს ტეხავს ბიუჯეტიდან და თვლის, რომ საკმარისია, თუმცა… 3 წლის წინ, პირველად გავრცელდა კულუარულად ხმა, რომ ერთ მინისტრს ივანიშვილი, პოსტზე დარჩენის სანაცვლოდ, წელიწადში 2 მილიონ დოლარს და ხელშეუხებლობას დაპირდა. არ მოგესმათ, პოსტზე დარჩენის სანაცვლოდ! როგორც ამბობენ, ეს ფული მან აიღო იმის სანაცვლოდ, რომ არასოდეს მოყვება ხმამაღლა, რა დანაშაული მოხდა მისი მინისტრობის დროს, რა როლი მიაღებინეს ამ დანაშაულში და თავის მართლება რომც შეეძლოს, არასოდეს იმართლებს თავს. სამაგიეროდ, გარდა ფულისა, მას „ოცნება“ არასოდეს დაემუქრება ციხით.  და მაინც, რატომ სურდა ივანიშვილს, რომ ეს კონკრეტული მინისტრი არ წასულიყო მთავრობიდან? მას სურდა, დანაშაულისთვის, რომელიც მისმა მთავრობამ, ანუ თავად მან ჩაიდინა, ელანძღათ ეს მინისტრი – ლანძღვის და ლაფში ამოსვრის კომპენსაცია გადაიხადა. ამის შემდეგ, კიდევ ერთ მინისტრზე გავრცელდა თითქმის მსგავსი ინფორმაცია – ჰოი, საოცრებავ და იმ მინისტრსაც ბევრი ლაფი მოხვდა და მისი სახელიც ამოისვარა ტალახში, თუმცა, ისიც ბედნიერია და ბიძინაც. ანალოგიური ხმები გავრცელდა კულუარულად ამ სამ ადამიანზეც – როგორც ჰყვებიან, ისინიც მიიღებენ კომპენსაციას დასავლეთის მლანძღველის თანამდებობაზე მუშაობის გამო – რასაკვირველია, მე არ მინახავს ჩემი თვალით, როგორ უხდიან მილიონებს, ადამიანებს, რომლებიც ამ ფულის სანაცვლოდ ნებისმიერ დანაშაულს მოაწერენ ხელს და ნებისმიერ გინებას შეირგებენ, გიყვებიათ იმას, რასაც „ოცნების“ წევრებში კულუარულად საუბრობენ – ბიძინა ყიდულობს ქილერებს, ოღონდ ეს ქილერები ფულის სანაცვლოდ საკუთარ რეპუტაციას კლავენ. უყვარს ბიძინა ურეპუტაციო ადამიანები, მათ გვერდით თავს უკეთეს ადამიანად გრძნობს.

თეგები: ბიძინა ივანიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved