• რეკლამა
  • კონტაქტი
08:19, პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერთ-ერთი თქვენგანი პარლამენტში” – „ლელო საქართველოსთვის“ ახალ კამპანიას იწყებს”

ალია ავტორი - ალია
13:08 07-22-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
97

21 ივლისს პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და წარადგინა “ლელოს” ახალი კამპანია – “ერთ-ერთი თქვენგანი პარლამენტში”

საპარლამენტო გუნდის და მაჟორიტარების შერჩევის კამპანია მთელი ქვეყნის მასშტაბს მოიცავს. „ლელო“ იწყებს საპარლამენტო გუნდის და მაჟორიტარების შერჩევის საჯარო პროცესს, აღნიშნულ კამპანიაში კი მნიშვნელოვანია ჩართულობა და დემოკრატიული პროცესი.

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის თქმით, კამპანიის “ერთ-ერთი თქვენგანი პარლამენტში” მიზანია ნათელი, პერსპექტიული, პროფესიონალი ადამიანების პოვნა და მათი პოლიტიკური ჩართულობის ხელშეწყობა.

ჩვენი ახალი კამპანიის ფარგლებში ვიწყებთ ჩვენი გუნდის ფორმირებას საზოგადოებასთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ძალიან ძლიერი პროფესიონალი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული საპარლამენტო სია და გვყავს ასეთივე გუნდი, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოსახლეობასთან ერთად დავაკომპლექტოთ გუნდი, რომელიც იქნება თითოეული თქვენგანის ხმა პარლამენტში. 

ჩვენ ეს კამპანია დავიწყეთ რამდენიმე დღის წინ 30 000 მხარდამჭერისა და პარტიის წევრის შიგნით, მაგრამ მოვლენებმა გვაჩვენა, რამდენად დიდი ინტერესი მოჰყვა კამპანიას და გადავწყვიტეთ, რომ ეს კამპანია გავშალოთ მთელი საქართველოს მასშტაბით, რომ თითოეული თქვენგანის ხმა იქნას გათვალისწინებული. 

ეს არის ყველაზე მასშტაბური გამოკითხვა, რომელიც აქამდე ჩატარებულა. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ არ გამოგვრჩეს არც ერთი ადამიანი, რომელსაც  სურვილი აქვს კამპანიაში ჩართვის. ამისათვის გვაქვს შემოთავაზებული სოციალური მედიის ძირითადი პლატფორმები. ჩვენი ვებ გვერდი არის ჩვენი ოფიციალური ფეისბუკის გვერდი, ამავე დროს  გვექნება საშუალება, რეგიონული ოფისების საშუალებით ფიზიკურად და პირისპირ შეგხვდეთ ყველას,“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარემ ბრიფინგის დროს ის ახალგაზრდები წარადგინა, რომლებიც „ლელოს“ თავიანთი სურვილით შეუერთდნენ დაქვეყნის მასშტაბით საზოგადოებაში „ლელოს“ ცნობადობის ამაღლებისთვის იმუშავებენ. 

„ ეს არაჩვეულებრივი ახალგაზრდები არიან ჩვენი გუნდის წევრები, რომლებიც თავად შემოგვიერთდნენ „ლელოში“, ისინი არიან მოხალისეები, ძირითადად სტუდენტები. სწორედ ეს ადამიანები შეგხვდებიან თქვენ ჩვენს ქალაქსა და რეგიონში და გაგაცნობენ ჩვენს ხედვებს.   

ეს ახალგაზრდები სწორედ ის ახალი ძალაა, რომელსაც დიდი სურვილი და მონდომება აქვთ, ქვეყნის განვითარებაში შეიტანონ რადიკალური ცვლილებები უკეთესობისკენ,“- აცხადებს ხაზარაძე. 

“ლელო საქართველოსთვის” ამომრჩეველს მოუწოდებს აქტიურობისკენ, რადგან გამარჯვება ჩვენსხელშია. კამპანიის ფარგლებში გააქტიურდება ვებგვერდი Lelovote.ge

თეგები: ლელო საქართველოსთვისმამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved