• რეკლამა
  • კონტაქტი
22:34, სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერთ დღეს დავიბადეთ და ერთ დღეს გვინდა სიკვდილიო, ამბობდა… როგორც ჩანს, გაეღვიძა და ხანძრის ჩაქრობა სურდა…” – ცოლ-ქმრის ტრაგიკულად დაღუპვის ამბავი

ალია ავტორი - ალია
18:54 08-16-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
76

დღეს, გამთენიისას ჭიათურის სოფელ მანდაეთში ტრაგედია დატრიალდა: ერთ-ერთ ხის სახლში, სადაც მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, ხანძარი გაჩნდა და ორივე ემსხვერპლა.

სოფელ მანდაეთის მკვიდრი “პრაიმტაიმთან” 101 წლის მარო და ნოე მუმლაძეებზე ამბობს:

“თურმე, როდესაც ნოე იბადებოდა, დედამისი სახლში მშობიარობდა და ბებიაქალი ეხმარებოდა. სწორედ იმ დროს, როცა ბავშვი დაიბადა, მეზობელმა ბებიაქალს მეორე მშობიარესთან დაუძახა. იქ გოგო დაიბადა და ბებია ქალს მეორე დღეს უთქვამს, ესენი ერთმანეთის ბედი იქნებიანო…

ბავშვები ერთად იზრდებოდნენ, რაც თავი ახსოვდათ, იმ დროიდან ახსოვდათ ერთმანეთიც. სკოლაშიც ერთად დადიოდნენ.

ნოეს ადრიდანვე ჩავარდნია გულში ლამაზი მარო, მაგრამ გოგოს გული გვიან მოიგო. მარომ 27 წლისამ გადაწყვიტა ნოეზე გათხოვება.

5 შვილი და უამრავი შვილთაშვილი ჰყავს ერთ დღეს დაბადებულ წყვილს, ცხოვრებას სიამტკბილობით მიუყვებოდნენ.  ეზოში 2 სახლი იდგა, ერთი შვილებმა ააშენეს, კაპიტალური სახლი, მაგრამ მოხუცები მაინც ხის სახლში ცხოვრობდნენ.

გამთენიისას სოფელი შეძრა ამბავმა, რომ მუმლაძეების სახლში ხანძარი იყო. ხალხი მისახმარებლად გამოვიდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო, სახლი დანაცრებული დაგვხვდა. სახანძროც მოვიდა, სასწრაფოც, მაგრამ მოხუცებს უკვე არაფერი ეშველებოდათ.

ექსპერტებიც მოვიდნენ. მოხუცებიდან ერთ-ერთი (გარჩევა შეუძლებელია, რომელი იყო), ოთახის შუაგულში იყო იატაკზე წაქცეული და ხელში წყლის ჭურჭელი ეჭირა. როგორც ჩანს, გაეღვიძა, ხანძრის ჩაქრობა სურდა და წყალზე მიდიოდა.

წვიმიანი ამინდი იყო, შესაძლოა, მოხუცებს შესცივდათ კიდეც და ღუმელი დაანთეს, ნაკვერჩხალი გადმოვარდა და ხანძარი გაჩნდა, მაგრამ  ექსპერტებმა თქვეს, ღუმელს არ ეტყობა, ახალი დანთებული რომ იყო ცეცხლიო. სოფელში კი იმასაც ამბობენ, რომ შესაძლებელია, ვინმე ჩადგა მათ ცოდვაში, გაძარცვა და შემდეგ ხანძარი გააჩინაო. ექსპერტიზა ყველაფერს დაადგენს, სავარაუდოდ, მაგრამ ამათ რა ეშველებათ?

ადამიანებმა 100 წელზე მეტი იცოცხლეს და ავადმყოფობით კი არ გარდაიცვალნენ, ცეცხლში გამოიწვნენ…

მარო ამბობდა ხოლმე ხშირად, – ერთ დღეს დავიბადეთ და ერთ დღეს გვინდა სიკვდილიო და აუცხადდა საწყალს ეს ნატვრა.

შვილები ძალიან განიცდიან, თვითონაც უკვე საკმაოდ ასაკი აქვთ, უფროსი შვილი 70-ს გადაცილებულია. ვაჟი მთელი გულით ტიროდა, – რატომ დავუჯერე და დავტოვე აქ, ნეტავ, ძალით წამეყვანაო… თუმცა, ნოე უკვე ძალიან იყო მოსუსტებული და როგორც შვილებმა თქვეს, ყოველდღე ველოდებოდით ცუდ ამბავსო, მაგრამ ბედისწერა ასეთი ყოფილა და რა გინდა, რომ ქნა…”

წყარო – პრაიმტაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს
ახალი ამბები

ასაკი და მხედველობა – “წითელი ნიშნები”, რომლის დროსაც გადაუდებლად უნდა მიმართო ექიმს

21:22 09-01-2026
სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
ახალი ამბები

სადაც ახალი იდეები იბადება – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს

14:26 09-01-2026
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად
ახალი ამბები

თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება – მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის მაქსიმალურად სარგებლიანად

13:38 09-01-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved