• რეკლამა
  • კონტაქტი
02:35, ოთხშაბათი, 1 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა ყალბი ფულის ნიშნების გამოვლენის ფაქტების გამო ახალი რეგულაცია გამოაცხადა

ალია ავტორი - ალია
20:27 10-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,976

ყალბი ფულის ნიშნების გავრცელების შეზღუდვის მიზნით, ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ტერიტორიაზე ყალბი ფულის ნიშნების გამოვლენის ფაქტებზე რეაგირების შესაბამისი წესი დაამტკიცა.

სებ-ის ინფორმაციით, დოკუმენტით განსაზღვრულია, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ნაღდი ფულის ოპერაციების განმახორციელებელმა პირებმა ყალბი ფულადი ნიშნების გამოვლენისას, როგორ უნდა უზრუნველყონ ყალბი ან საეჭვო ფულის ნიშნების მიმოქცევიდან დაუყოვნებლივი ამოღება და სათანადო ორგანოების დროულად ინფორმირების გზით, შეზღუდონ ყალბი ფულის ნიშნების გავრცელება ქვეყნის ტერიტორიაზე.

,,აღსანიშნავია, რომ გამოვლენილი ყალბი ფული არ ანაზღაურდება და არ ექვემდებარება დაბრუნებას.

რეგულაცია ვრცელდება როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაზე და მისი შესრულება სავალდებულოა როგორც საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის, ისე სავაჭრო, პროდუქციის მიმწოდებელი და მომსახურების გამწევი სხვა პირებისთვის, ნაღდი ფულით ანგარიშსწორების, დახურდავების, გამოცვლის, სხვა ვალუტაზე გაცვლის ან შემოწმებისას.

აღნიშნული პირები ვალდებული არიან უზრუნველყონ ნაღდი ფულის მიღება-გაცემის ოპერაციებზე მხოლოდ ფულის ნიშნების დამცავი მექანიზმების მცოდნე პირთა დაშვება და უზრუნველყონ, ამ მიმართულებით, მათი პერიოდული გადამზადება.

საფინანსო სექტორის წარმომადგენელი, ყალბი ან საეჭვო ფულის ნიშნის გამოვლენის შემთხვევაში, ვალდებულია წარმომდგენს, ყალბი ან საეჭვო ფულის ნიშნის კატეგორიის სტატუსით, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, შემდგომი ექსპერტიზის მიზნით, ჩამოართვას ისეთი ფულის ნიშანი, რომლის ნამდვილობისა და გადასახდელად ვარგისობის დადგენა ვერ ხერხდება ადგილზე ან არსებობს ეჭვი მისი სიყალბის თაობაზე.

ასევე, უნდა შეადგინოს ცნობის სამი ეგზემპლარი, რომელთაგან ერთი, გამოვლენილ საეჭვო ფულის ნიშანთან ერთად – გამოვლენიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, უნდა გაუგზავნოს ეროვნულ ბანკს შემდგომი ექსპერტიზა – რეაგირებისათვის, მეორე უნდა გადასცეს წარმომდგენს, ხოლო მესამე პირი დაიტოვოს თავისთან.

რაც შეეხება მომსახურების გამწევ ნებისმიერ სხვა პირს, ყალბი ან საეჭვო ფულის ნიშნის გამოვლენის შემთხვევაში, ისინი ვალდებულნი არიან ანგარიშსწორების პროცესში წარმომდგენს განუმარტონ, რომ ფულის ნიშანი შესაძლებელია იყოს ყალბი და სათანადო რეაგირების მიზნით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ის საშუალებით გამოიძახოს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი, რომელიც, თავის მხრივ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად  მოახდენს რეაგირებას”, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეგები: ეროვნული ბანკირეგულაციები

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ პერიფერიული არტერიების დაავადებები? – ერთი ოქროს წესი

18:12 06-30-2026
სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი
ახალი ამბები

სოციალური დიზაინის დღეები: ცირკულარული დიზაინი და მდგრადი ინოვაციები – თიბისი

15:14 06-30-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:48 06-29-2026
სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები
ახალი ამბები

სიელმე – გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის ყველაზე სწრაფი, ხარისხიანი გზები

14:26 06-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved