რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გუნდს შეხვდა.
როგორც კელოგი X-ის საკუთარ გვერდზე წერს, პოზიტიური დისკუსიები ჰქონდა “ომში მყოფი ერის მებრძოლ და მამაც ლიდერთან”, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
„გრძელი და ინტენსიური დღე [მქონდა] უკრაინის ხელმძღვანელობასთან. ვრცელი და პოზიტიური დისკუსიები [მქონდა] ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ომში მყოფი ერის მებრძოლ და მამაც ლიდერთან და მის ნიჭიერ ეროვნული უშიშროების გუნდთან,” – წერს კელოგი.
კომენტარები