ერევნის ერთ-ერთი სასჯელაღსრულების 5 თანამშრომელს კორონავირუსი გამოუვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მომხდარს ქვეყნის იუსტიციის სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, საავადმყოფოებში გადაყვანილი ინფიცირებულები პატიმრებთან კონტაქტში არ იმყოფებოდნენ. მათი განყოფილების კიდევ 28 თანამშრომელი იზოლაციაში იმყოფება. უახლოეს დროში ტესტირება მათაც ჩაუტარდება.
კომენტარები