• რეკლამა
  • კონტაქტი
04:39, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერეკლეზე “ანტიქოცი” მონარქი ისტორიაში ბევრი არ გვყოლია” – ბექა კობახიძე

ალია ავტორი - ალია
00:22 04-08-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
369

პროფესორი, ბექა კობახიძე

ირაკლი კობახიძეს კაბინეტში, ცენტრალურ ადგილზე, ილია ჭავჭავაძის ნაცვლად ერეკლე მეორეს ნახატი დაუკიდებია. გვერდითა კედელზე თვალი მოვკარი დავით აღმაშენებლის ფრესკას. ანუ, ერეკლეს ვაყენებთ ილიაზე და აღმაშენებელზე წინო. ნორმალურ პირობებში ეს გემოვნების საკითხი იქნებოდა, მაგრამ!

აქ არ შევუდგები ერეკლეს გარჩევას, არც გიორგიევსკის ტრაქტატისას. აქ მთავარი ის არის, რომ პრორუსები ერეკლეს სახავენ, როგორც პრორუსს და “პრემიერის” კაბინეტში ცენტრალურ ადგილზე მისი ნახატის გამოკიდება, ნაცვლად ილიას და აღმაშენებლის გამოსახულებებისა, გვეუბნება თუ რას ამბობს საკუთარ საგარეო პოლიტიკურ იდენტობაზე ქართული ოცნება. ეს არის მათი გზავნილი რუსეთისადმი – ვაღიარებთ გიორგიევსკის ტრაქტატის პრინციპებს, საგარეო პოლიტიკა თქვენიაო. ამაზე რამეს იტყვის პატრიოტი ქართველი და ქოცი შემოგიბრუნდება, ერეკლეზე რას ამბობ, შე უსამშობლოო.

არადა, რა ტრაგიკული ამბავია, ერეკლეზე “ანტიქოცი” მონარქი ისტორიაში ბევრი არ გვყოლია. 1768 წელს, როდესაც რუსეთ-ოსმალეთის ომი დაიწყო, ოსმალები ერეკლეს ეუბნებოდნენ, შენ არაფერს გერჩით, არ ჩაერიო ამ ამბავში, თორე პრობლემები გექნებაო. თან, რუსები არაფრის გარანტიას არ აძლევდნენ ერეკლეს. გენერალი ტოტლებენი გამოუგზავნეს ერთი ბატალიონით და უხეირო არტილერიით. ტოტლებენმა ოსმალთა წინააღმდეგ ბევრი არაფერი ქნა, შეატოვა ერეკლე ოსმალებს ასპინძის ბრძოლაში და თვითონ მისთვის სამეფოს წასართმევად წავიდა. ერეკლეს დაჟინებული ქონდა, მეორე ფრონტი უნდა გავუხსნა ოსმალებს და სამცხე-საათაბაგო დავიბრუნოო. არაფერი ამ საქმისგან არ გამოვიდა.

მერე იყო და სპარსეთის აღა მაჰმად ხანი ეხვეწებოდა, დაანებე ამ რუსეთს თავი, მოვრიგდეთო. არც ეგ ქნა და ეს ამბავი კრწანისის ბრძოლა-ტრაგედიით დასრულდა, რომელშიც რუსებმა კიდევ ერთხელ შეატოვეს ერეკლე მტერს.
მოკლედ, ამ კაცს მთელი ცხოვრების მანძილზე ომი და მეორე ფრონტი უნდოდა. რანაირად გახდა ქოცური კაპიტულანტური პაციფიზმის სიმბოლო უფალმა უწყის.

გიორგიევსკის ტრაქტატი 1783 წელს დაიდო, რომლითაც ერეკლეს ქართლ-კახეთს საგარეო პოლიტიკაზე სუვერენიტეტი ჩამოერთვა, მაგრამ ერეკლემ ეს ამბავი არად ჩააგდო და სიცოცხლის ბოლომდე დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას ატარებდა. არასდროს გამხდარა ის რუსების მარიონეტი.

ამიტომ, სად ერეკლე და სად ირაკლი კობახიძეო, აშკარად დამებადა ეს კითხვა.

ზეგიდან ვიწყებ პოდკასტს, რომელშიც ყოველკვირეულად ვისაუბრებ პოლიტიკოსების მიერ ისტორიის უნაირო და მავნებლურ გამოყენებაზე. ამაზე უფრო ვრცლად ოდნავ მოგვიანებით დავწერ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved