• რეკლამა
  • კონტაქტი
03:14, პარასკევი, 12 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერეკლე მეორეს არც “ოცნების” და არც “ენმ”–ის პარტიულ ინტერესებთან საერთო არ აქვს” – იოსელიანი

ალია ავტორი - ალია
17:36 05-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
196
დეპუტატი, ლევან იოსელიანი:
ისტორიკოსი არ ვარ და რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის 1783 წლის 24 ივლისს ციხესიმაგრე გეორგიევსკში გაფორმებულ მფარველობის ხელშეკრულების – გეორგიევსკის ტრაქტატის, ისტორიულ კონტექსტში შეფასება გამიჭირდება.
თუმცა, ქმედების მართებულობის, დამდგარი შედეგების ანალიზსა და შეფასებასთან ერთად, საინტერესოა ვიცოდეთ უშუალოდ რა პირობები იყო გაწერილი ტრაქტატის ტექსტში და გავითვალისწინოთ ის გეოპოლიტიკური მდგომარეობა რაშიც მაშინდელი ქართლ-კახეთის სამეფო იმყოფებოდა. ცალკე საკითხი და მსჯელობის საგანია ის ფაქტი, რამდენად კეთილსინდისიერად შეასრულა ხელშეკრულების მეორე მხარემ, მასზე ტრაქტატით დაკისრებული ვალდებულებები და რამდენად შეიძლებოდა ამის განჭვრეტა, იმ ტექსტის საფუძველზე, რომელსაც 1783 წლის 24 ივლისს მოეწერა ხელი.
ტრაქტატის თანახმად, ქართლ-კახეთის სამეფო ცნობდა რუსეთის უზენაეს ხელისუფლებას და მფარველობას, რუსეთი კი თავის მხრივ კისრულობდა ვალდებულებას მფარველობა და დაცვა აღმოეჩინა ქართლ-კახეთის მეფეებისთვის.
მართალია, ტრაქტატის ფარგლებში, გარკვეულწილად იზღუდებოდა საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლად წარმოება, თუმცა აღნიშნული ტრაქტატის მეოთხე მუხლის თანახმად ვრცელდებოდა მხოლოდ გარემომცველ მეზობლებზე.
სახელმწიფოებრიობის და დამოუკიდებლობის შენარჩუნების კუთხით საინტერესოა ტრაქტატის მეექვსე მუხლი, რომლის თანახმადაც სამეფო ტახტზე უფლება ერეკლესა და მის მემკვიდრეებს უნარჩუნდებოდათ, ქვეყანაში საშინაო პოლიტიკის წარმოება კი, რომელიც მოიცავდა მართლმსაჯულების განხორციელებასა და გადასახადების აკრეფასაც, სრული მოცულობით მეფის უფლებამოსილებად რჩებოდა. რუსეთის წარმომადგენლების მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების მოქმედება, ქართლ-კახეთის ტერიტორიაზე კი ვრცელდებოდა. ტრაქტატი თავისუფალი მიმოსვლისა და ერთგვარად თავისუფალი ვაჭრობის საკითხებსაც აწესრიგებდა.
საინტერესოა, ასევე ტრაქტატის საიდუმლო (სეპარატული) მუხლის ჩანაწერიც, რომლის თანახმადაც, რუსეთი იღებდა ვალდებულებას ყველა ღონე ეხმარა იმ მიწებისა და ადგილების დასაბრუნებლად, რომლებიც უძველესი დროიდან ქართლისა და კახეთის სამეფოს ეკუთვნოდა და რომლებიც დარჩებოდა კიდეც ქართლ-კახეთის მეფეების მფლობელობაში სრულიად რუსეთის იმპერატორების მათზე მფარველობისა და უმაღლესი ხელისუფლების შესახებ დადებული ტრაქტატის საფუძველზე.
გეორგიევსკის ტრაქტატის ტექსტი, ცხადყოფს რომ მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების განუხრელად დაცვის შემთხვევაში, იგი არ შეიძლება წაკითხულიყო როგორც სახელმწიფოებრიობის გაუქმების საფუძველი. თუმცა, რუსეთმა, ტრაქტატის ტექსტის შინაარსი და მის საფუძველზე აღებული ვალდებულებები სრულად უგულებელყო, არ შეასრულა არც სამხედრო დახმარების გაწევის კუთხით აღებული ვალდებულება და მეტიც, ტრაქტატი საქართველოს სახელმწიფოებრიობის და ეკლესიის ავტოკეფალიის გასაუქმებლად გამოიყენა.
P.S ამიტომ, აბსოლუტურ სიბრიყვედ მიმაჩნია,
პოლიტიკური ნარატივის გატარების მიზნით, ერეკლეს, პიროვნებას, რომელმაც მთელი სიცოცხლე ქართული სახელმწიფოებრიობისათვის ბრძოლას შეალია ქვეყნის ღალატი დააბრალო, მაშინ როდესაც რუსეთმა დაარღვია გეორგიევსკის ტრაქტატი და ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია მოახდინა.
P.S.S დიდი ეპოქის შემქმნელ, ქართლ-კახეთის გამორჩეულ მეფე – ერეკლე მეორეს, განსაკუთრებული როლი აქვს საქართველოს ისტორიაში და მას არც ქართული ოცნების და არც ნაციონალური მოძრაობის პარტიულ ინტერესებთან საერთო არ აქვს.”
შეიძლება იყოს 1 ადამიანი-(ი)ს გამოსახულება
თეგები: ლევან იოსელიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი
ახალი ამბები

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება – თიბისი

13:15 06-11-2026
სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved