• რეკლამა
  • კონტაქტი
21:13, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერეკლე მეორე არც გულუბრყვილო ყოფილა და არც წინდაუხედავი. მან რუსეთი აირჩია, რადგან ჩათვალა ჩათვალა, რომ მაშინ ევროპის გზა რუსეთთან მოკავშირეობაზე გადიოდა” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
20:06 08-13-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
97
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
მოდით ცივი გონებით გავაანალიზოთ გეორგიევსკის ტრაქტატი დაა მისი შედეგები:
1783 წლის 24 ივლისს, ჩრდილოეთ კავკასიის პატარა ციხე-სიმაგრეში, ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომელიც ქართლ-კახეთის სამეფოს გადარჩენას ჰპირდებოდა.
მაგრამ 12 წლის შემდეგ თბილისი ნაცარტუტად იყო ქცეული. 18 წლის შემდეგ ქართული სახელმწიფო რუკიდან წაშლილი იყო.
ხელშეკრულების არსი მარტივი გარიგება იყო: საგარეო პოლიტიკის დათმობა უსაფრთხოების სანაცვლოდ.
რუსეთი კისრულობდა ვალდებულებას, დაეცვა ქართლ-კახეთის ტერიტორიული მთლიანობა და სამეფოს მტრები საკუთარ მტრებად ჩაეთვალა. ხელშეკრულება ადასტურებდა, რომ ტახტი ერეკლე მეორესა და მის შთამომავლებს რჩებოდათ, ხოლო ქვეყანა ინარჩუნებდა შიდა მმართველობას, საკუთარ კანონებს და ეკლესიის სტატუსს.
ქაღალდზე ეს იყო პროტექტორატი და არა ანექსია. მაგრამ მოხდა ყველაფერი პროტექტორატის გარდა.
1787 წელს, რუსეთ-ოსმალეთის ომის დაწყებისთანავე რუსეთმა ორივე ბატალიონი გაიყვანა საქართველოდან. ხელმოწერიდან ოთხ წელიწადში ქართლ-კახეთი ისევ მარტო დარჩა – ოღონდ უკვე იმ პოლიტიკური ტვირთით, რომ ოფიციალურად რუსეთის მოკავშირედ ითვლებოდა.
სწორედ ამ კავშირის გამო გადაწყვიტა აღა-მაჰმად-ხანმა ლაშქრობა. მისი მოთხოვნა პირდაპირი იყო: ტრაქტატის გაუქმება და რუსეთისგან განდგომა. ერეკლემ უარი თქვა და დაპირებული დახმარება ითხოვა. დახმარება არ მოვიდა. კრწანისთან ვიცით რაც მოხდა.
თბილისი აიღეს, გაძარცვეს და დაწვეს. ტყვედ წაყვანილთა რიცხვი, სხვადასხვა შეფასებით, თხუთმეტიდან ოც ათასამდე მერყეობს. ერეკლე თბილისში საცხოვრებლად აღარ დაბრუნებულა და თელავში გარდაიცვალა.
1801 წელს გიორგი მეთორმეტის გარდაცვალების შემდეგ რუსეთმა ტახტის მემკვიდრეს, დავით ბატონიშვილს, გამეფების უფლება არ მისცა. მანიფესტით ქართლ-კახეთის სამეფო გაუქმდა და იმპერიას შეუერთდა. თითქმის ათასწლოვანი ქართული სამეფოს სამართალმემკვიდრე სახელმწიფო გაქრა რუკიდან. მერე იმერეთის ჯერიც დადგა.
1810 – იმერეთის სამეფო გაუქმდა; სოლომონ მეორე ემიგრაციაში, ტრაპიზონში გარდაიცვალა. 1829 – გურიის სამთავრო. 1857-1858 – სვანეთი. 1857-1867 – სამეგრელო. 1864 – აფხაზეთის სამთავრო, რომლის აქტიურ რუსიფიკაციასაც შეუდგა რუსეთი. ცნობილია, პეტრეს მემკვიდრეობის ფონზე, რუსეთს განსაკუთრებით უყვარდა ზღვა.
დეტალი, რომელსაც ხშირად ვერ ვამჩნევთ: იმპერიის ადმინისტრაციულ რუკაზე სიტყვა “საქართველო” ან “საქართველოები”, რომელსაც წინათ იხმარებოდა, აღარ არსებობდა. იყო ტფილისისა და ქუთაისის გუბერნიები, რომელთა საზღვრებიც შეგნებულად ისე გაავლეს, რომ ისტორიულ ქართულ მხარეებს არ დამთხვეოდა.
ტრაქტატით დაპირებული მიწების ნაწილი კი არ დაბრუნდა, რასაც რუსული პროპაგანდა ასე აქტიურად იყენებს ხოლმე, არამედ შეუერთდა რუსეთის იმპერიას, რომელზეც ქართულ მოსახლეობას კი არა მეცნიერებსაც კი შეზღუდული ჰქონდათ დაშვება. როდესაც რუსეთმა ეს ტერიტორიები დაიკავა სახელმწიფოებრიობა თავად რუსეთის მიერვე იყო განადგურებული. საბედნიეროდ, პირველ მსოფლიო ომში რუსეთის მარცხმა შეგვაძლებინა ამ ტერიტორიების ნაწილზე პირდაპირი, ქართული კონტროლის აღდგენა.
1801 წლის შემდეგ სახელმწიფო მმართველობისა და სასამართლოს ენა რუსული გახდა. ქართული თანდათან ოფიციალური სივრცის მიღმა აღმოჩნდა. 1870-1880-იან წლებში ქართული, როგორც სწავლების ენა, სკოლებიდან პრაქტიკულად განდევნეს – ის დარჩა მხოლოდ ცალკე საგნად, ისიც შეზღუდულად.
სწორედ ამ კონტექსტში იბადება 1876 წელს იაკობ გოგებაშვილის”დედა ენა”. ეს იყო პასუხი და ერის გადარჩენის ინსტინქტი, რასაც რუსეთის იმპერია ასეოდენ ებრძოდა ყველგან მისი იმპერიის შიგნით. ილია ჭავჭავაძე და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება იყო სწორედ ის, ვისსაც ენის გადარჩენას უნდა ვუმადლოდეთ.
1811 წელს გაუქმდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, რომლის ისტორიაც მეხუთე საუკუნიდან იწყება. კათოლიკოს-პატრიარქი ანტონ მეორე რუსეთში გადაასახლეს, ეკლესია კი რუსეთის სინოდის საეგზარქოსოდ გადაიქცა. 1817 წლიდან ეგზარქოსებად მხოლოდ რუსი იერარქები ინიშნებოდნენ.
შედეგები დღემდე ფიზიკურად ჩანს: შუა საუკუნეების ფრესკები კირით გადათეთრდა, ქართული წარწერები ჩამოფხიკეს, საეკლესიო ქონება ჩამოართვეს, ღვთისმსახურებაში სლავური ენა შემოვიდა. ეს მოვლენები შემზარავად კარგად აქვს აღწერილი ალექსანდრე ფრონელს ნაშრომში “დიდებული მესხეთი”. ვარძიის რუსიფიკაციის მცდელობაზე საუბრობს ის და პარალელს აფხაზეთთან ავლებს. 1905 წელსაა ეს წიგნი გამოცემული პირველად. ახალი გამოშვება რამდენიმე წლის წინ გამოვიდა და გირჩევთ.
ავტოკეფალია მხოლოდ 1917 წელს 106 წლის შემდეგ აღდგა. მანამდე რუსმა ეგზარხოსმა პავლე ლებედევმა ქართველი ერი დასწყევლა.
მთელი ეს უბედურება წინააღმდეგობის გარეშე არ მომხდარა:
1802, 1804, 1812 (კახეთის დიდი აჯანყება), 1819-1820 (იმერეთი), 1832 (თავადაზნაურთა შეთქმულება), 1841 (გურია), 1857 (სამეგრელო), 1905 (გურია და დანარჩენი დასავლეთ საქართველო).
თითოეული მათგანი ჩაახშეს, ხშირად სოფლების დაწვითა და მასობრივი გადასახლებით. მეცხრამეტე საუკუნის საქართველოს პოლიტიკური ისტორია დიდწილად დამარცხებული აჯანყებების ისტორიაა.
ერეკლე მეორე არც გულუბრყვილო ყოფილა და არც წინდაუხედავი. მან რუსეთი აირჩია, რადგან ჩათვალა რომ მისგან დახმარება მოვიდოდა. ჩათვალა, რომ მაშინ ევროპის გზა რუსეთთან მოკავშირეობაზე გადიოდა. მისი მამა, თეიმურაზ მეორე, სწორედ დახმარების საძებნელად წასული გარდაიცვალა პეტერბურგში 1762 წელს. ერეკლე პატრიორტი იყო და ქვეყნის დამოუკიდებლობა და დასავლეთის ქრისტიანულ-ევროპულ ცივილიზაციაში დარჩენა სურდა. მაგრამ ის, რაც რუსეთი აღმოჩნდა, მაშინ რთული გასაგები იყო.
მაგრამ ის, რასაც ვერ გათვლიდი მაშინ, შეგიძლია გათვალო ახლა და თავს ნუ მოვიტყუებთ – რუსეთი იყო და არის საქართველოს და ყველა დამოუკიდებელი სამეზობლო ძალის მტერი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved