• რეკლამა
  • კონტაქტი
03:55, ხუთშაბათი, 16 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, ერდოგანის „მაჩო“ იმიჯი საშუალო-სტატისტიკური თურქისათვის ბევრად უფრო ბუნებრივია, ვიდრე ინტელიგენტი ქილიჩდაროგლუს” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
13:42 05-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
854

აშშ-ში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული:

,,თურქულ არჩევნებზე დაკვირვება და ობიექტური ანალიზი საინტერესოა იმდენად, რამდენადაც არაერთი ფსიქოლოგიურ-პოლიტიკური დეტალის პარალელი შეიძლება გაკეთდეს თუნდაც საქართველოსთან.
გაიმარჯვებს თუ არა ერდოგანი?
თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მესამე კანდიდატი, სინან ოგანი, რომელმაც 5% მიიღო, ერთგვარი ალტერნატიული „მესამე ძალა“ იყო თურქი „შუაშისტებისათვის“, რომლებიც ძირითადად ერდოგანის ეკონომიკით არიან უკმაყოფილონი და არა მისი იდეოლოგიით, მაშინ ლოგიკურად შეიძლება დავასკვნათ, რომ ოგანის ამომრჩევლების მინიმუმ 90% მეორე ტურში ერდოგანს მისცემს ხმას, რადგან მისი უკიდურესი მემარჯვენე-რელიგიური იდეოლოგია მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქილიჩდაროღლუს ლიბერალურ-დემოკრატიული ღირებულებები. თუ რაიმე ძალიან რადიკალური არ მოხდა, რაც ფრიად საეჭვოა, ერდოგანმა უნდა გაიმარჯვოს დაახლოებით 8-10% -იანი სხვაობით.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ ქილიჩდაროღლუ არის სასოწარკვეთილი გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ახლად შექმნილი ლიდერი, რომლის პოპულარობა ძირითადად ემყარება ერდოგანის სიძულვილსა და მისი მოშორების სურვილს. ის ქარიზმატული პოპულარობა, რომელიც ერდოგანს აქვს თავის ამომრჩევლებში, ქილიჩდაროგლუს არ გააჩნია. თურქები მეომარი, მილიტარისტული სულისკვეთების ერია, შესაბამისად, ერდოგანის „მაჩო“ იმიჯი საშუალო-სტატისტიკური თურქისათვის ბევრად უფრო ბუნებრივია, ვიდრე ინტელიგენტი ქილიჩდაროგლუს, რომელიც საკუთარი მოკრძალებული სამზარეულოდან ესაუბრება ამომრჩევლებს და ძირითადად ეკონომიკურ საკითხებზე აკეთებს აქცენტს. ესეც ლოგიკურია, რადგან ერდოგანის სუსტი მხარე სწორედ ეკონომიკაა; იდეოლოგიური თვალსაზრისით ის ძალიან ძლიერია, რადგან განათლებული სპექტრი თურქულ საზოგადოებაშიც უმცირესობას წარმოადგენს და დასავლური ლიბერალური ღირებულებებით აპელირება აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული იქნება ე.წ. კონსერვატიული სპექტრისათვის, რომელიც რეალურად დაბალი განათლებისა და ინტელექტის მქონე მასაა.
თურქეთის არჩევნების შესახებ მსოფლიო მედიაში გაბნეულ ინტერვიუებს თუ გადავხედავთ რიგით თურქ ამომრჩევლებთან, ქართული რეალობა გაგვახსენდება, როცა სამთავრობო და ოპოზიციური მედია ერთიდაიგივე მოვლენას ორ საწინააღმდეგო ჭრილში ასახავენ. ერდოგანისტი თურქები აცხადებენ, რომ არანაირი არსებითი ეკონომიკური კრიზისი არ არის თურქეთში, ხოლო ოპოზიციონერები კი ციფრებს ალაგებენ, თუ რამდენად გაძვირდა ცხოვრება და გაუფასურდა მათი ხელფასები თუ დანაზოგები. ობიექტურ რეალობაში თურქეთში მართლაც არის ეკონომიკური კრიზისი, რისი ასევე ობიექტური მიზეზიც ავტორიტარული მმართველობა და ამის შესაბამისი კორუფციაა, მაგრამ ეს არასაკმარისი არგუმენტია იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ბედნიერები არიან იმ ფაქტით, რომ მათზე განათლებული და წარმატებული ადამიანები არიან უკმაყოფილონი და უბედურნი.
ერთი შეხედვით მსგავსი, მაგრამ ამავე დროს სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა ამერიკაში. ამერიკული ულტრა-კონსერვატორების, ანუ რეალურად დაბალი განათლებისა და ინტელექტის მქონე სპექტრის უკმაყოფილების მთავარი არგუმენტი სწორედ ეკონომიკაა, რომელსაც თავისი ულტრა-ლიბერალური ალოგიკურობით ანადგურებს დემოკრატიული პარტია. რელიგიური მოტივაციები ამ სპექტრის აღტყინებისათვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არა იმდენად, რომ ეკონომიკური საკითხები გადაფაროს. შესაბამისად, სწორედ ეკონომიკური ჭრილი გადაწყვეტს 2024 წლის არჩევნების ბედსაც და ამ მიმართულებით ბაიდენსა და მის ადმინისტრაციას დიდად სასიამოვნო პერსპექტივები არ გააჩნია.
ქართული არჩევნები თავისი არსით ბევრად უფრო ახლოს იქნება თურქულთან, ვიდრე ამერიკულთან. ჰიპერ-რელიგიურობა, კორუფციისადმი ტრადიციული მიდრეკილება, ჩოხა-ახალუხ-ხმალ-ხანჯალ ფსევდო-მაჩოიზმი ბევრად უფრო მისაღები და ორგანულია ქართული უმრავლესობისათვის, ვიდრე დემოკრატიულ-ლიბერალური ღირებულებები. შესაბამისად, ქართულ ოპოზიციასაც წარმატების დაახლოებით იგივე შანსი ექნება, რაც თურქულს.”

თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

სისხლის სამართლის ადვოკატი მარიამ ჭყონია – რთული საქმეების დაცვის სტრატეგია

14:50 04-15-2026
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
ახალი ამბები

PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში

13:19 04-15-2026
როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები
ახალი ამბები

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები

21:00 04-13-2026
კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved