ერაყში კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ერაყის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ადგილობრივი მედია აცხადებს, რომ მომაკვდინებელი ვირუსის მსხვერპლი 70 წლის მამაკაცია, რომელიც წარმოშობით ქურთისტანიდანაა და სულაიმანიდში ცხოვრობდა.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით მთელი მსოფლიოს მასშტაბით 100 ათასამდე ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 3221 გარდაიცვალა, 51 200 კი გამოჯანმრთელდა.
კომენტარები