• რეკლამა
  • კონტაქტი
11:30, კვირა, 2 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ბიზნესი

ექიმ ონკოლოგის და ქიმიოთერაპევტის ეკატერინე არქანიას ბრძოლა პაციენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის

ალია ავტორი - ალია
18:27 07-06-2021
- ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
634

ექიმი ონკოლოგი და ქიმიოთერაპევტი, ქალბატონი ეკატერინე არქანია მედიცინის იმ მიმართულებას წარმოადგენს, სადაც მისი განსაკუთრებული სირთულიდან გამომდინარე, ძირითადად, მამაკაცები მუშაობენ, მაგრამ თუ ერთხელ მაინც შეხვდებით მას, მიხვდებით, რომ ონკოლოგია ის სფეროა, სადაც სწორედ მისნაირი შემართების ადამიანების მუშაობაა საჭირო. ბოლომდე იბრძვის, ფაქტობრივად, არასდროს ნებდება და არც პაციენტებს აძლევს მოდუნებისა და იმედგაცრუების საშუალებას. მის სახელს უამრავი გადარჩენილი  სიცოცხლე უკავშირდება და საკუთარი ცხოვრების არც თუ ისე მარტივ გზაზე, მუდმივად სხვების იმედი და დასაყრდენია.

ეკატერინე არქანია: ბაბუას ძალიან უნდოდა, რომ ექიმი გავმხდარიყავი და მისი რჩევით გადავწყვიტე სამედიცინო სფეროში წავსულიყავი. ტვილდიანის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტში ჩავაბარე, ვეცნობოდით უცხოურ ლიტერატურას და იმ დროისთვის სრულიად ახალი, განსხვავებული მეთოდით ვსწავლობდით.

– ონკოლოგია მედიცინის ერთ–ერთი ყველაზე რთული მიმართულებაა, მით უმეტეს ქალისთვის, რატომ გადაწყვიტეთ ამ მიმართულებით წასვლა?

– ონკოლოგია ნამდვილად მძიმე პროფესიაა, ამიტომ იმ პერიოდში ექიმებიც კი უფრთხოდნენ და  ბევრს არ უნდოდა ამ მიმართულებით წასვლა. თავდაპირველად ლაბორატორიაში დავიწყე მუშაობა, ბევრ რამეში გავერკვიე და  სწორედ მაშინ გადავწყვიტე  ონკოლოგობა. ასპირანტურაში მინდოდა ჩაბარება,  ბატონ  კოტე მარდალეიშვილთან მივედი, ვუთხარი, მინდა ამ სფეროში ავიღო ლიცენზია და ონკოლოგი გავხდე-მეთქი, მკითხა, რატომ გინდა მაინც და მაინც ამ სფეროში მუშაობაო, ვუთხარი, მინდა კიბო დავამარცხო მეთქი, მახსოვს გაკვირვებულმა შემომხედა. მომიწერა ხელი და ასე დაიწყო ჩემი კარიერა ონკოლოგიაში.

– პირველი პაციენტი გახსოვთ?

– ნაციონალურ ონკოლოგიის ცენტრში დავიწყე მოღვაწეობა, იქ იყო კერძო კლინიკა „ქირონი“ არაჩვეულებრივი პროფესიონალის, ბატონი გია ნემსაძის ხელმძღვანელობით, მისი მადლობელი ვარ, რომ ახალ ლიცენზია აღებულს მენდო, დადებითად შემაფასა და მიმიღო, როგორც კლინიკური ონკოლოგი. მახსოვს, თავიდან უფროსი კოლეგები ეჭვის თვალით მიყურებდნენ,  ვფიქრობ, მთავარია გარისკო და არ შეგეშინდეს. რა თქმა უნდა, მახსოვს პირველი პაციენტი,  ქალბატონი რომელსაც ჰქონდა ძუძუს კიბო და ვატარებდით პოსტოპერაციულ პროფილაქტიკურ მკურნალობას. გადასხმა გავაკეთეთ და მასთან ერთად გავიარე ყველა გვერდითი ეფექტი.

– ხშირად მიდიან საქართველოდან ონკოლოგიური პაციენტები სხვადასხვა ქვეყანაში სამკურნალოდ, როგორ ფიქრობთ, რატომ ამჯობინებენ უცხოეთში მკურნალობას?

– ონკოლოგია ისეთი დიაგნოზია, რომ პაციენტი მაშინვე იწყებს ფიქრს თუ სად შეძლებს მისთვის საუკეთესო მკურნალობის კურსის ჩატარებას. ამიტომ ხშირად ირჩევენ სხვადასხვა ქვეყანას, რომლებიც ბევრად უფრო მდიდარია და სადაც უფრო მეტი შესაძლებლობები და უკეთესი აპარატურაა. სხვა მხრივ, განსხვავებული რეალურად არაფერია, ქართველი ონკოლოგები თანამედროვე სიტუაციას ფეხდაფეხ მივყვებით, ვხელმძღვანელობთ მსოფლიოში აღიარებული გზამკვლევებით (გაიდლაინებით) რომლის მიხედვითაც მიდის მკურნალობის პროცესი.

– როგორ მივხვდეთ, რომ შესაძლოა, საქმე გვქონდეს სიმსივნესთან და პრევენციისთვის რა საშუალებები არსებობს?

– სიმსივნე ფარული დაავადებაა და როგორც წესი, როცა  სიმპტომებს გამოავლენს, უკვე დაგვიანებულია. ამიტომ მნიშვნელოვანია მაქსიმალური ყურადღებით და დაკვირვებით მივუდგეთ საკუთარ ჯანმრთელობას,  როგორც კი რამეს იგრძნობთ, არავითარ შემთხვევაში არ გადადოთ ვიზიტი ექიმთან. თუ უმიზეზოდ ხდება წონაში კლება, არის გულისრევის შეგრძნებები, ძლიერი საერთო სისუსტე, დაბალი ტემპერატურა, აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება და მივიდეთ ექიმთან, საჭიროა მაქსიმალური სიფხიზლე და მეტი პროპაგანდა. საბედნიეროდ, არსებობს სკრინინგ პროგრამები და თუ აქტიურად ჩაერთვებით ამ პროგრამებში, დიდი შანსია, ადრეულ ეტაპზე მოხდება დაავადების გამოვლენა, ასეთ შემთხვევაში, მისი დამარცხება ბევრად უფრო ადვილია. გახსოვდეთ, ჯანმრთელობა ყველაზე ძვირფასია, რაც შეიძლება გაგვაჩნდეს. ხშირად შვილების, ოჯახის გამო, ვერ ვიცლით საკუთარი პრობლემებისთვის მაგრამ  თქვენი ჯანმრთელობა უპირველესია, თქვენ თუ კარგად იქნებით, ყველა ბედნიერი იქნება თქვენს გარშემო თქვენი არსებობით. დღეს კიბო ნამდვილად  არ არის განაჩენი, რადგან გვაქვს თანამედროვე მკურნალობის მეთოდები, ახალი მედიკამენტები ასევე იმუნოთერაპია რაზეც დიდ იმედებს ვამყარებთ.

– რას გულისხმობს იმუნოთერაპია?

– ახალი მედიკამენტებია რომელიც, მარტივად რომ ვთქვათ, ორგანიზმის იმუნურ სისტემას აღვიძებს, ააქტიურებს და თვითონ ებრძვის უცხო სხეულებს. მნიშვნელოვანია, რომ  საქართველოში სახელმწიფომ დაიწყო იმუნოთერაპიის დაფინანსება, საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში ფინანსდება ეს  საკმაოდ ძვირადღირებული მედიკამენტები და ძალიან კარგი შედეგები აქვთ პაციენტებსაც.

– დაკვირვებების შედეგად არსებობს მოსაზრება, რომ გაახალგაზრდავდა სიმსივნე, რა არის დაავადების მაპროვოცირებელი ფაქტორები?

– სამწუხაროდ, ნამდვილად გაახალგაზრდავდა, თუმცა არა მხოლოდ ონკოლოგიური, არამედ სხვა დაავადებებიც, რაც შეეხება ხელშემწყობ ფაქტორებს, ვფიქრობ, პირველ რიგში ეს არის სტრესული გარემო, მუდმივი მოუსვენრობა, როდესაც ადამიანი რამეს განიცდის და არ გადმოსცემს, ეს ყველაფერი გროვდება და გარკვეული პერიოდის შემდეგ  ქრონიკული დაავადების სახით გამოავლენს თავს, ასევე რადიაცია, არაჯანსაღი კვება, ალკოჰოლი, თამბაქო,  და ფიზიკური აქტივობის დეფიციტი, ამ ყველაფერს თავისი როლი აქვს ონკოლოგიური დაავადებების ჩამოყალიბებაში.

– ოთხი შვილის დედა ხართ, გაგვაცანით ოჯახი…

– ბევრი შვილები ჩემი მეუღლის ოცნება იყო, ჩვენი ტყუპები ჯერ მხოლოდ  2 წლისები  იყვნენ როდესაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა და მას შემდეგ დიდი პასუხისმგებლობის აღება მომიწია საკუთარ თავზე,  მარტო ვზრდი, ვცდილებ კარგი განათლება მივცე და მაქსიმუმი გავაკეთო შვილების ფეხზე დასაყენებლად.  

– ალბათ რთულია პაციენტს უთხრა თავისი მძიმე დიაგნოზი ისე სწორად და ლამაზად, რომ მან არ დაკარგოს მომავლის იმედი.

– მნიშვნელოვანია პაციენტს არაფერი დაუმალო  და ზუსტად განუმარტო დიაგნოზი,  მაგრამ ეს ყველაფერი მშვიდად და ლამაზად უნდა მიაწოდო, მან უნდა იგრძნოს რომ ამ ბრძოლაში მარტო არ არის, ჩვენ ერთად ვიბრძვით  ამ დაავადების წინააღმდეგ  და ჩემთვის აუცილებელია, რომ ის მენდოს, თუ მენდობა მაშინ ყველაფერი გამოგვივა. პაციენტებს ხშირად ვეუბნები რომ  ჩვენ შეიძლება რაღაც მომენტში ბრძოლა წავაგოთ, მაგრამ ომს აუცილებლად მოვიგებთ. რა თქმა უნდა, არის წარუმატებელი შემთხვევებიც, მაგრამ იმას ვერავინ გვეტყვის რომ ბოლომდე არ ვიბრძოლეთ და რამე დავაკელით. ზოგჯერ იმდენად უიმედოა სიტუაცია, პაციენტი თავად მეუბნება,  ექიმო, იქნებ დავყაროთ ფარ-ხმალი, მაგრამ არასდროს ვნებდები  და  ბოლო მომენტამდე ვიბრძვით აუცილებლად.

ნინო მახარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved