• რეკლამა
  • კონტაქტი
03:41, კვირა, 9 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეპისკოპოსი რომ გქვია და სინოდის 47 წევრში ერთი არ დაგიჭერს მხარს, თავისთავად მეტყველებს პროცესზე…”

ალია ავტორი - ალია
16:34 01-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, წერს:

“მონაზონის ცხოვრება მორჩილობის მადლზე გადის. ეს არის ანბანი მონაზვნობისა. ბერობას უმოკლეს გზას ეძახიან ცხონებისკენ ან წარწყდომისკენ. ცოდვა-მადლიც ხშირად მაკურთხეველზეა და ისიც თქმულა, რომ ვინც მორჩილობის ტვირთს უდრტვინველად ატარებს, მასზე მხოლოდ მადლი მოდის და ცოდვა კი მის მაკურთხეველზეო. ეს, ჩვეულებრივ, ადამიანისთვის შეიძლება რთული გასაგებიც იყოს, მაგრამ ამაზეა აგებული მონაზვნობის იდეა.

ბერობა უმაღლესი საზომია – მღვდელმონაზონი იქნება. ეპისკოპოსი თუ პატრიარქი, ყველა მათგანი მონაზონია პირველ რიგში.

ამიტომ, ეპისკოპოსი რომ გქვია და განგაყენებენ მტრობისათვის, სინოდის 47 წევრში რომ ერთი არ დაგიჭერს მხარს, თავისთავად მეტყველებს პროცესზე. თუ ყველა უღირსია და ერთი ხარ მხოლოდ “მართალი”, მაშინ ან ასეთი ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის წევრობა რად გინდა, ან ტიტულს რატომ იტოვებ ან მითუმეტეს მიტროპოლიტის პატივს. რა ჰქვია იმ ადამიანს, რომელიც ყველა პატივს ინარჩუნებს, მეტ პატივს ითხოვს და მთლიან ეკლესიას ებრძვის?

ცნობისათვის, მარტვილის ეპარქიაში დაახლოებით 70-მდე სასულიერო პირი ირიცხება, მიტროპოლიტ პეტრეს, განყენების შემდეგ გამოჰყვა მხოლოდ 6 სასულიერო პირი. ორ მათგანს იღუმენია გამყრელიძეს და მღვდელმონაზონ ანდრია სარიას, პოლიტიკურად აქტიური ადამიანები კარგად იცნობენ.

რატომ შეუჩერეს ანდრია სარიას მღვდელმოქმედების უფლებაო, რომ კითხულობენ – ახალ ეპისკოპოსს რომ არ დაემორჩილები, ეკლესიის მეთაურს რომ დაუსაბუთებელი უმძიმესი ბრალდებებით ლანძღავ და ცილს წამებ, შემდეგ მორჩილებას რომ მოგცემენ და უარს ამბობ, გაგამწესებენ და ეურჩები, სასჯელს დაგადებენ და ისტერიკას მართავ, ლანძღავ შენზე უპირატესს მთავარეპისკოპოსს და ცილს წამებ, რანაირი მონაზონი გქვია, ჩვეულებრივი სამოქალაქო აქტივისტი ხარ, აბა, რა ხარ.

ჰოდა… ვისაც მონაზვნობის ტვირთის ტარება არ შეუძლია და სამოქალაქო აქტივისტისგან არ განსხვავდება, ის , ჩემი აზრით, არც სასულიერო პირის წოდებას არ უნდა ატარებდეს, არათუ მღვდლის საქმიანობას ანხორციელებდეს. ეს რამდენიმე ადამიანი ჩვეულებრივი სამოქალაქო აქტივისტია და ეკლესიამ კიდეც უნდა გაანთავისუფლოს სასულიერო პირის, ბერ-მონაზონის ვალდებულებისგან, ერში კი შეუძლიათ ჩვეულებრივ იყვნენ აქტიურები, მეტიც, რელიგიური კლუბიც კი შეუძლიათ დააარსონ და ისაქმოსნონ.”

მხილება ეკლესიის ცალკეული პირებისა, თავის არსით, უდიდესი ჯვარი და ღვაწლია, მაგრამ შირმა ვერ იქნება და არც მამხილებლები ჰქვია იმ პირებს, ვინც უბრალოდ, საკუთარ ინტერესებს, პატივს, გავლენას, ფინანსებს თუ დავალებებს ასრულებს, ებრძვის იერარქებს, არა მათი არასწორი საქმიანობის გამო, არამედ უბრალოდ მტრობის, კერძო ინტერესების ან დავალებების გამო.”

თეგები: არჩილ გამზარდია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved