რამდენიმე გარემოება არსებობს ისანში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან კანდიდატის შესაძლო დაყენებასთან დაკავშირებით“. ეხმაურება პარტიის წარმომადგენელი ლევან ბეჟაშვილი ენმ-ს მხრიდან ისანში შესაძლო მაჟორიტარის დასახელებას.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პარტიას აუცილებლად ექნება სპეციალური, არგუმენტირებული განცხადება.
„გიორგი ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის სტატუსით იყო წარდგენილი კანდიდატად და შესაბამისი პოლიტიკური პარტიების მხრიდან მხარდაჭერილი, თუმცა ვაშაძემ და მისმა გუნდმა დაარღვიეს გაერთიანებულ ოპოზიციაში ერთობა და გავიდნენ, აბსოლუტურად არარელევანტური მიზეზის გამო, რომ პრემიერობის კანდიდატად დაგვესახელებინა და ასევე 10 მანდატი მიგვეცა პარტიულ სიაში. ჩვენთვის ეს მიუღებელი იყო.
ასევე, მნიშვნელოვანია საბურთალოს ოლქი, სადაც თაკო ჩარკვიანის წარდგენა მოხდა ისე, რომ შეთანხმებული არ ყოფილა არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან, “ლეიბორისტული პარტიის” ფორმატში არსებულ გაერთიანებასთან. გაუმართლებლად მიგვაჩნია ასეთი ქმედება.
ამიტომ, ბევრი არგუმენტია ამ საკითხთან დაკავშირებით და პარტიას ექნება ამაზე სპეციალური განცხადება”
კომენტარები