• რეკლამა
  • კონტაქტი
00:06, შაბათი, 7 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ენმ-ი “ოცნების” მთავრობას საქართველოს მოქალაქეებისთვის აზარტული თამაშების აკრძალვას სთხოვს

ალია ავტორი - ალია
18:01 11-06-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
347
“ნაციონალური მოძრაობა” ითხოვს, რომ საქართველოს მოქალაქეებს აზარტული თამაშების თამაში აეკრძალოთ. ამის შესახებ განცხადება პარტიის წევრმა, ვასო ურუშაძემ გააკეთა.

მისი თქმით, საქართველოში დღეს ონლაინ სათამაშო პლატფორმებზე მილიონზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის ყოველი მესამე ადამიანზე სათამაშო ანგარიში არსებობს, ხოლო 400 000 ადამიანი აზარტულ თამაშებზეა დამოკიდებული.

ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს, დაიწყონ საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით მომზადება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალებათ საქართველოში მოქმედ ფიზიკურ და ონლაინ კაზინოებში, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა.

კონკრეტულად წარვადგებთ ოთხ პუნქტიან გეგმას:

  • საქართველოს მოქალაქეებს აეკრძალებათ ქვეყანაში ფიზიკურ და ონლაინ კაზინოებით სარგებლობა და დაინერგება მონაკოს მოდელი.
  • მომზადდეს სათამაშო ბიზნესის საერთაშორისო ტურისტულ ინდუსტრიაზე გადასვლის ეკონომიკური გეგმა, რის შემდეგაც ⁠სათამაშო ბიზნესი ორიენტირებული გახდება საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე, რაც ასევე გულისხმობს მონაკოს წარმატებულ მოდელს.
  • შეიქმნას თამაშზე დამოკიდებულთა დაცვის და პრევენციის სახელმწიფო პროგრამა.
  • გაძლიერდეს არალეგალური ონლაინსათამაშო პლატფორმების წინააღმდეგ ბრძოლა და შემუშავდეს კანონის აღსრულების ეფექტიანობის ამაღლების გრძელვადიანი სტრატეგია“, – აღნიშნა ვასო ურუშაძემ.

ურუშაძის თქმით, კაზინოები და ონლაინ კაზინოები უნდა მუშაობდნენ საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე და ემსახურებოდნენ უცხოელ მომხმარებლებს, საქართველოს მოქალაქეებისთვის კი თამაშის შესაძლებლობა უნდა შეიზღუდოს.

პოლიტიკოსის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა არ არის მიმართული კერძო ბიზნესის წინააღმდეგ. მისივე განმარტებით, საქართველომ უნდა განავითაროს საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე ორიენტირებული სათამაშო ბიზნესი და უცხოელ ტურისტებს უნდა შეეძლოთ საქართველოში არსებული კაზინოებით სარგებლობა, სასტუმროებში განთავსება, რესტორნებში თანხის დახარჯვა და ქვეყანაში დამატებითი ტურისტული შემოსავლის შექმნა.

მსგავსი პრინციპი მოქმედებს მონაკოში, სადაც ქვეყნის მოქალაქეებს კაზინოებში თამაში ეკრძალებათ, ხოლო უცხოელი ვიზიტორებისთვის – ღიაა. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას.

ჩვენ არ უნდა დაველოდოთ, როდის გახდება ბავშვი თამაშზე დამოკიდებული, დაკარგავს ფულს, მიატოვებს სწავლას ან დაანგრევს საკუთარ მომავალს. სახელმწიფოს ვალდებულებაა, რისკი მანამდე შეამციროს.

ჩვენ გვჭირდება ეკონომიკა, რომელიც ფულს ქმნის წარმოებით, ექსპორტით, ინოვაციითა და შრომით და არა ეკონომიკა, რომლის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი მოქალაქეების მიერ კაზინოში დახარჯული ფულია.

ჩვენ გვინდა საქართველო, სადაც ახალგაზრდები ცოდნით, შრომითა და პროფესიული განვითარებით მიაღწევენ წარმატებას, სადაც ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი – წარმოება, ინოვაცია და ექსპორტია, სადაც ოჯახების დანაზოგი, ოჯახის მომავალს ხმარდება და არა სათამაშო ბიზნესს.

როდესაც ქვეყნის უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში, ათიდან რვა აზარტული თამაშებთან დაკავშირებული ბიზნესია, ეს გვაიძულებს დავსვათ კითხვა: რა ტიპის ეკონომიკურ განვითარებაზე ვსაუბრობთ?

აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება არ არის უბრალოდ ცუდი ჩვევა, ან ადამიანის პირადი ფინანსური პრობლემა. ეს არის სერიოზული სოციალური პრობლემა, რომელსაც შეუძლია დააზიანოს ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ფინანსური კეთილდღეობა და ოჯახური ურთიერთობები.

ეს არ არის მხოლოდ ერთი პოლიტიკური ძალის ვიწრო ინტერესი. ამ ინიციატივის განხილვისკენ მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ პარტიებს, ექსპერტებს, სამოქალაქო საზოგადოებას, საპატრიარქოს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს. დავიწყოთ ფართო საზოგადოებრივი და პროფესიული დისკუსია“, – აღნიშნა ვასო ურუშაძემ.

ურუშაძის თქმით, „საქსტატის“ ოფიციალური მონაცემებით, 2025 წელს საქართველოს სათამაშო ბიზნესის ბრუნვამ 88.3 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 15.3%-იანი ზრდაა. მისივე განცხადებით, სათამაშო ბიზნესის წილმა ბიზნესსექტორის მთლიან ბრუნვაში 34.8% შეადგინა, „რაც კატასტროფული მაჩვენებელია, როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის ასევე მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის“.

„2025 წელს საქართველოში ყველაზე მაღალი ბრუნვის მქონე ათი კომპანიიდან რვა აზარტული თამაშების სფეროში საქმიანობდა“, – განაცხადა ურუშაძემ.

ცნობისთვის, ივანიშვილის პარლამენტმა 28 ოქტომბერს, მესამე მოსმენით დაამტკიცა “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილების პაკეტი, რომლის თანახმად, სამორინეებს საერთაშორისო აზარტული ტურნირების მოწყობის შესაძლებლობა ექნებათ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”
ახალი ამბები

რა აღმოჩნდა მარილში? – “პარტიას სრულად ვხსნით რეალიზაციიდან”

20:53 11-06-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved