• რეკლამა
  • კონტაქტი
13:31, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ენდეთ მხოლოდ ოპოზიციური განწყობის ადვოკატს” – დენის კულანინის წერილის ციხიდან

ალია ავტორი - ალია
19:44 06-19-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
359
დენის კულანინი, საქართველოში მცხოვრები და წარმოშობით რუსი აქტივისტი, რომელიც 28 მარტს დააკავეს პარლამენტთან მიმდებარე აქციაზე პოლიციის მანქანის მინის ჩამტვრევის გამო, ციხიდან წერილს ავრცელებს:
“ყველას მოგესალმებით. მე დენის კულანინი ვარ. ჩემ შესახებ მოკლედ რომ გითხრათ, მე ის ვარ, პოლიციის მანქანის მინა რომ ჩაამტვრია პარლამენტთან აქციაზე 28 მარტს. არ დავიწყებ საკუთარი ქმედების გამართლებას. ამის აზრს ვერ ვხედავ. თუმცა დღე არ გასულა სინანულის გარეშე. ვნანობ იმას, რომ იმ დღით ვერაფერი გავაკეთე სასარგებლო თანამოაზრეებისთვის და მარტო ემოციებს ავყევი.
მაგრამ რაც არის, არის. აღარ გავაგრძელებ ამაზე. ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარე. ციხეში ყოფნისას ბევრი რამ გავიაზრე და ბევრი რამის სწავლა მოვასწარი.
ამ წერილის დაწერა შემთხვევით არ გადამიწყვეტია და არც საკუთარ თავზე ვაპირებ ბევრი ვილაპარაკო. ვეცდები, ამ წერილით იმ ადამიანებს დავეხმარო, ვინც ჩემნაირ სიტუაციაშია, ან ამ რისკის წინაშე დგას.
სამართლიანობის იმედი ნუ გექნებათ. თუ აქციაზე ჩაიდინეთ რამე ისეთი ქმედება, რის გამოც დაგაკავათ პოლიციამ, არ დათანხმდეთ მათ არაფერზე, არ აღიაროთ ბრალი, არცერთ კითხვას არ უპასუხოთ ადვოკატის გარეშე. მაშინაც კი, როცა გაშინებენ, ისეთს არაფერს იზამენ.
არ მისცეთ წვდომა თქვენს ტელეფონებზე. მოგცემენ პირობას, რომ ყველაფერი კარგად გექნებათ და გაგიშვებენ.
არ დაუჯეროთ, გატყუებენ! ამით მხოლოდ საქმეს იადვილებენ და თქვენი ბედი არავის ადარდებს. თქვენ ფეხებზე ჰკიდიხართ! როცა საპატიმროში გაგიშვებენ, უარი თქვით სახაზინო ადვოკატზე, ფასიან მომსახურებაზეც. ისინი ვერ დაგეხმარებიან.
მიმართეთ ოპოზიციური ფლანგის ადვოკატებს.
ეს სისტემა არავის ინდობს. რაში და როგორც არ უნდა დაიდანაშაულოთ თავი, რა პატიოსანი ადამიანიც არ უნდა იყოთ, სინანული და ბრალის აღიარება არაფერში დაგეხმარებათ. არც ციხიდან ჯარიმის გადახდა გიშველით რამეს.
არავითარ პირობით მსჯავრს არ დაგინიშნავენ, არავინ გაგიშვებთ. ნუ დაუჯერებთ ნურავითარ დაპირებას, ენდეთ მხოლოდ საკუთარ თავს და საკუთარ ადვოკატს, რომელიც ოპოზიციური განწყობისაა.
და თუ გაქვთ შანსი, რომ გადადოთ აქ მოხვედრა, გადადეთ. იცოდეთ, რომ თავისუფლებაში ბევრად მეტი სარგებლის მოტანა შეგიძლიათ, ვიდრე ციხეში!
ერთი სიტყვით, იმედი მაქვს, რომ ჩემი წერილით მოვასწრებ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმარო, სანამ აქ, ციხეში მოხვდებიან.
მნიშვნელობა არ აქვს, ქართველი ხარ, უკრაინელი თუ რუსი, ჩვენ ყველას თავისუფალ და სამართლიან საზოგადოებაში გვინდა ცხოვრება. ტოტალიტარიზმის, ავტორიტარიზმისა და დიქტატორების გარეშე. ვისაც ეს არ უნდა, ამ წერილს არც წაიკითხავს. მე ჩემიანებს მოგმართავთ.
საქართველოს თავისუფლებას ვუსურვებ! არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა.
უკრაინას – დიდება და მშვიდობა!
რუსეთს – თავისუფლება პუტინის რეჟიმისგან!
„არაფერი სჭირდება ბოროტებას მეტი იმისთვის, რომ იზეიმოს, გარდა კეთილი ადამიანების უმოქმედობისა“, – ალექსეი ნავალნი”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved