• რეკლამა
  • კონტაქტი
11:03, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ენა გააჩუმოს ყველამ – 8 წელია ივანიშვილი გართული იყო ფლირტში „ნაცმოძრაობასთან“

ალია ავტორი - ალია
15:37 05-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ 2011 წლის 26 მაისის მოვლენები გაიხსენა:

„ძალიან ბევრი ადამიანისთვის დღევანდელი ღამე არის ემოციურად ძალიან მძიმე და ამავდროულად, სიამაყის საგანიც, რადგან ჩვენ ვიბრძოდით, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო უკეთესი და ყოველ 26 მაისს შეხვედროდა მშვიდობიანი, წელში გამართული, ერთიანი და სამართლიანი. სამწუხაროა, რომ დღესაც ქვეყანაში იგივე რეალობაა, რაც იყო წლების წინ, ის ამოცანები და მიზნები, რომლებიც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ, ჯერაც არ არის განხორციელებული. არც სუვერენული ქვეყანა გვაქვს, არც ერთიანი, არც სამართლიანი, არც დემოკრატიული და არც ეკონომიკურად განვითარებული.

რაც მთავარია, არ გვაქვს გარანტია, რომ ხვალ იგივე არ განმეორდება, რაც მოხდა 26 მაისს, როდესაც ხელისუფლებამ გასწირა საკუთარი ხალხი, როდესაც კი არ დაშალა მიტინგი, არამედ დასაჯა თავისი ხალხი. არ გვაქვს იმის გარანტია, რომ ვერავინ ვეღარ გაბედავს ადამიანების უსამართლოდ დასჯას, დაპატიმრებას, ცემას და ხელისუფლების მიტაცებას. რაც წინა ხელისუფლებამ დააშავა, იმის ვერც გამოსწორება შეძლო „ქართულმა ოცნებამ“ და ძალიან ბევრი ცუდი გადმოიღო. იმავე მეთოდებით აგრძელებს მართვას. ეს სამარცხვინო და სამწუხაროა. დღეს ქვეყანა ერთი ადამიანის ჯიბეშია.”

ბურჯანაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდომა დისკომფორტს ქმნის, თუმცა პოლიტიკაში არ არის კომფორტისა და დისკომფორტის ადგილი.

„რა თქმა უნდა, დისკომფორტი ძალიან დიდი არის, შეიძლება, იმ ადამიანებისთვისაც, მაგრამ პოლიტიკა არ არის კომფორტისა და დისკომფორტის ადგილი. არსებობს კონკრეტული მიზანი და ის, რომ დღეს ქვეყანა ერთი ადამიანის ჯიბეშია და წართმეული აქვს შესაძლებლობა, სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს, ეს არის გაცილებით უფრო მაღალი საფრთხე.

მნიშვნელოვანია, მიაღწიოთ, რომ აქ, რუსთაველზე კი არ იყოს თავპირის მტვრევა, არამედ პარლამეტში შევიდეს ყველა პოლიტიკური ძალა, რომელსაც მოსახლეობა მხარს უჭერს, დებატებით გადაწყდეს საკითხი, ამისთვის ვარ იმ ერთიან მაგიდასთან. ამიტომ ენა გააჩუმოს სულ ყველამ, ვინც ბედავს და კითხვას სვამს, რატომ ვსხედვართ იმ მაგიდასთან. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ამის აუცილებლობა შექმნა ბიძინა ივანიშვილმა და რვა წელი გართული იყო ფლირტში „ნაცმოძარობასთან“, სანამ მის ტახტს არ დაეუფლა საფრთხე. ეს ემოციები არსად წასულა, არც ტკენა, არც წყენა, არც მიუღებლობა”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved