ფოტო – ფორმულა
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერები და ემიგრანტები აქციას მართავენ, ხმაური იყო. ისინი არჩევნების შედეგებს და მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას აპროტესტებენ.
ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო შენობასთან კარვის გაშლა სცადეს, რის საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.
როგორც ემიგრანტები აცხადებენ, მათ 3 კარვის გაშლის ნებართვა ჰქონდათ, რომელიც მერიისგან მიიღეს. დაპირისპირების დროს პოლიციამ 2 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავა.
დაკავებულებს შორის ერთი არის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე.
ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული.
კომენტარები