, „გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ საარჩევნო რეფორმაზე საუბრისას განაცხადა:
„ოპოზიცია საარჩევნო რეფორმის თავის ხედვაზე შეთანხმდა, რაც მე არ ვიცი. ჩემი ამოცანაა, დავაკვირდე, რა ხდება და ვის რა უნდა. ვაპირებთ, ჯერ სიტუაციას დავაკვირდეთ, რადგან მინდა, გავიგო, რა უნდა ხელისუფლებას და ოპოზიციას და როგორ ესმით, შარლ მიშელის დოკუმენტი. დღევანდელი შეხვედრა მიმდინარეობს, რათა აღვასრულოთ ის დოკუმენტი, რაზეც შევთანხმდით. ამისთვის საჭირო არ არის ახალი წინადადებებით მოვიდე, არამედ ის აღვასრულოთ – მიღწეული იყოს, რომ საქართველოში მომავალი არჩევნები არ გაყალბდეს და ეჭვქვეშ არ დადგეს მისი კანონიერების საკითხი“
კომენტარები