• რეკლამა
  • კონტაქტი
05:25, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

Სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა

ალია ავტორი - ალია
12:32 09-21-2026
- ახალი ამბები, ბიზნესი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
106

გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულზე (UNGA High-Level Week), ნიუ-იორკში სელფი ორი მომხსენებლით იქნება წარმოდგენილი – კომპანიის გენერალური დირექტორი როსტომ ტალახაძე და რისკებისა და შესაბამისობის დირექტორი ია მამეიშვილი პანელურ დისკუსიებში მონაწილეობენ.

სელფის გენერალური დირექტორი, გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) Leaders Summit 2026-ზე მონაწილეობს სესიაში „Integrity as a Competitive Advantage“ („კეთილსინდისიერება, როგორც კონკურენტული უპირატესობა“), რომელიც ბიზნესის, აკადემიური სფეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს აერთიანებს. სესიის მომხსენებლებს შორის არიან Harvard Business School-ის პროფესორი ლინ პეინი და Deloitte-ის, RELX-ის, Safaricom-ის, AtkinsRéalis-ისა და CMPC-ის წარმომადგენლები.

Leaders Summit-ი გაეროს გლობალური შეთანხმების ყოველწლიური შეხვედრაა, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში იმართება. წელს სამიტი 22-23 სექტემბერს ნიუ-იორკში თავს მოუყრის მსოფლიოს ბიზნესლიდერებსა და ექსპერტებს, მდგრადი ზრდისა და გლობალური გამოწვევების საპასუხოდ კერძო სექტორის როლის განსახილველად.

სესიაზე როსტომი საერთაშორისო აუდიტორიას სელფის ტრანსფორმაციის გამოცდილებასა და კომპანიის ხედვას გაუზიარებს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება კეთილსინდისიერება და შესაბამისობის მაღალი სტანდარტები იქცეს არა მხოლოდ კორპორაციულ ვალდებულებად, არამედ ნდობისა და გრძელვადიანი კონკურენტული უპირატესობის საფუძვლად.

25 სექტემბერს კი, სელფის რისკებისა და შესაბამისობის დირექტორი ია მამეიშვილი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას.

ია დისკუსიის „AI and People: Inclusion, Skills, and the Future of Work“ მომხსენებელი იქნება. მსჯელობა ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან გამოყენებას, სამუშაო გარემოს ცვლილებას, ახალი უნარების განვითარებასა და ინკლუზიურ ციფრულ ტრანსფორმაციას შეეხება. ია საერთაშორისო აუდიტორიას ხელოვნური ინტელექტის ეთიკის, მმართველობისა და პასუხისმგებლიანი გამოყენების მიმართულებით საკუთარ ხედვასა და პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებს.

სელფის მონაწილეობას ხსენებულ დისკუსიებში კომპანიის მიერ ბიზნესის კეთილსინდისიერებისა და შესაბამისობის მიმართულებით განხორციელებული ინიციატივებიც ამყარებს. 2025 წელს სელფი გახდა ერთადერთი ტელეკომ კომპანია საქართველოში, რომელმაც ISO 37001 ანტიკორუფციული მართვის სისტემისა და ISO 37301 შესაბამისობის მართვის სისტემის საერთაშორისო სერტიფიკატები მოიპოვა.

სელფი ასევე არის გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი და აქტიურად მონაწილეობს პასუხისმგებლიანი ბიზნესპრაქტიკის, გამჭვირვალობისა და მდგრადი განვითარების ხელშემწყობ აქტივობებში.

(R)

თეგები: სელფისელფი მობაილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved