• რეკლამა
  • კონტაქტი
02:02, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ელისაშვილი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია – ადვოკატები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

ალია ავტორი - ალია
14:32 02-17-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,937

პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, პატიმრობაში მყოფი ალეკო ელისაშვილის ადვოკატები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ:

`მინდა მოკლედ გესაუბროთ იმ წინააღმდეგობებზე და იმ მნიშვნელოვან გარემოებებზე, რომელიც მიუთითებს, რომ საქართველოს პარლამენტის მე-10 მოწვევის წევრი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალეკო ელისაშვილი, როგორი უკანონობის და როგორი არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია სახელმწიფოს მხრიდან.

მას დაკავებისთანავე, 29 ნოემბრიდან აკრძალული აქვს ოჯახის წევრებთან სატელეფონო კომუნიკაცია, შეხვედრა, მათ შორის ადვოკატებთან სატელეფონო კომუნიკაცია იმ მიზეზით და იმ დასაბუთებით, რომ ზემოქმედება არ მოახდინოს საქმის მოწმეებზე, რომლებიც არიან სასამართლოს სამი მანდატურის თანამშრომელი. რამდენად არალოგიკურია, რომ სასამართლოს მანდატურის თანამშრომლებზე ზემოქმედების აკრძალვის მიზნით, აკრძალული ჰქონდეს ოჯახის წევრებთან და ადვოკატებთან სატელეფონო კომუნიკაცია.

ეს არის ჩვენ სამართლებრივ პრაქტიკაში ერთადერთი საქმე, რომელიც მიმდინარეობდა ქონების დაზიანების მცდელობის ბრალდებით, 2 დღის განმავლობაში გამოძიება და პარლამენტის თავმჯდომარის მოწოდებების შემდეგ, რომ ეს იყო არა ქონების დაზიანება, არამედ ტერორისტული აქტი, 2 დღის შემდეგ ქმედება გადაკვალიფიცირდა და გამოძიება გაგრძელდა უკვე ტერაქტის მცდელობის მუხლით, რომელიც ძალიან მძიმე დანაშაულია და 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მკვლელობასთან გათანაბრებული დანაშაულია. ეს ერთ-ერთი არალოგიკური განვითარებაა.

ჩვენ ვიზიარებთ და ვითვალისწინებთ იმას, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითადი პრინციპი არის ადამიანის უფლებების დაცვა, რომელიც კონსტიტუციითა და კონვენციით არის გარანტირებული და მოვუწოდებთ შესაბამის თანამდებობის პირებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და სამართალდამცავებს, რომ ადეკვატური კვალიფიკაციით გაგრძელდეს გამოძიება და შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცეს 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს დამხმარე ნაგებობაში მომხდარ შემთხვევას. შეწყდეს ოპოზიციონერი ლიდერის უფლებების განგრძობადი დარღვევა, მისი დემონიზაციის კამპანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო გაღრმავდება აღქმა და ის კითხვები რაც აქამდე არსებობდა კიდევ უფრო გაღრმავდება და ერთადერთი პასუხი ამ კითხვებზე იქნება ის, რომ ის არის უსაფრთხოების სამსახურის ამჟამინდელი ხელმძღვანელის [მამუკა მდინარაძის] პირადი შურისძიების ობიექტი, არის პოლიტიკური საქმიანობის გამო დევნის მსხვერპლი და ასევე, მის მიმართ გამოტანილი რუსული განაჩენის ფაქტობრივი აღსრულების მსხვერპლი. […]

ის ინციდენტები რასაც ადგილი ჰქონდა ე.წ. რუსული კანონის მიღების დროს, ფიზიკური დაპირისპირება ამჟამინდელ სუს-ის ხელმძღვანელთან, შემდგომ უკვე პროვოცირებული სისხლის სამართლის საქმე, რომლის გამოც დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში იყო პატიმრობაში ალექსანდრე ელისაშვილი. ეს გარემოებები მიუთითებს იმაზე, რომ მის მიმართ არ ვრცელდება სამართალი, არ ვრცელდება კანონი, ის არის უკანონო მოპყრობის მსხვერპლი და აღქმა, რომ არის პირადი შურისძიების მსხვერპლი და რუსული განაჩენის ფაქტობრივი აღსრულება და პოლიტიკოსის განეიტრალება ხდება, რაც უფრო მეტი დრო გავა, კიდევ უფრო გაღრმავდება,” – განაცხადა ადვოკატმა.

თეგები: ალეკო ელისაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved