• რეკლამა
  • კონტაქტი
23:32, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ელენემ შეიძლება დამოუკიდებლად გადაადგილების უნარიც დაკარგოს” – შოთა თუთბერიძე

ალია ავტორი - ალია
09:10 06-18-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
89
"ელენემ შეიძლება დამოუკიდებლად გადაადგილების უნარიც დაკარგოს" - შოთა თუთბერიძე

“ელენემ შეიძლება დამოუკიდებლად გადაადგილების უნარიც დაკარგოს” – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით ელენე ხოშტარიას ხელჯოხის გარეშე გადაადგილება უჭირს და ზოგ შემთხვევაში წერაც არ შეუძლია.

შოთა თუთბერიძის განცხადებით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დიდხანს არ საუბრობდნენ, თავად პოლიტიკოსის სურვილით, თუმცა ბრიფინგის ეთერში გასვლის შემდეგ მას სასწრაფოდ შეხვდა ციხის ხელმძღვანელობა.

უფლებადამცველი იმედოვნებს, რომ ადმინისტრაციის ჩართულობა გარკვეულ კონკრეტულ მოქმედებებამდე მივა.

მე რაც შემიძლია გითხრათ არის ის, რომ მოძრაობა აქვს შეზღუდული, ზოგიერთ შემთხვევაში არ შეუძლია მაგალითად წერაც კი და დადის ხელზე გადახვეული ბინტით, დღესაც და ბოლო პერიოდში რამდენჯერმე, მუდმივად სჭირდება ყავარჯენი გადაადგილებისთვის, აქვს მუდმივი ტკივილები, მათ შორის ღამის განმავლობაში. 

ამას, მე ვფიქრობ, ციხის ადმინისტრაციაც დაადასტურებს, რომლებიც ღამეში რამდენჯერმე აკითხავენ [საკანში]… 

დღეს, სხვათა შორის, პენიტენციურმა სამსახურმა ბევრი ტყუილი თქვა და ხშირად ცდილობენ, ხოლმე რომ ჩვენი კრიტიკა, რომელიც მიმართულია ზოგადად როგორ მუშაობს პოლიტიკური ხელმძღვანელობა და როგორ მიიღება ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები, მიმართონ ხოლმე ციხის თანამშრომლების მიმართ, რაც ასე არ არის, პირიქით, მადლიერები ვართ ყველა იმ ექთნის მიმართ, ყველა იმ ოფიცრის მიმართ, რომლის მხარდაჭერას და მდგომარეობის შემსუბუქების მცდელობებს ჩვენ ყოველთვის ვხედავთ და ვგრძნობთ. 

ელენეს მიმართ ჩატარებული სამედიცინო პროცედურები და მკურნალობის მეთოდები ეხება მხოლოდ და მხოლოდ სიმპტომებს. შეიძლება ითქვას, რომ არის ჩატარებული მოვალეობის მოხდის მიზნით. […]

ჩვენ არ ვსაუბრობთ ამაზე უკვე საკმაოდ დიდი ხანია, თავად ელენე იყო ამ ამბების გასაჯაროების წინააღმდეგი. მე ჩემს პროფესიულ მოვალეობად მიმაჩნდა, რომ როცა უკვე რაღაც საშიშ ზღვარს მივუახლოვდით და გაჩნდა რეალური საფრთხე ექიმების შეფასებით, რომ ელენემ შეიძლება დამოუკიდებლად გადაადგილების უნარიც დაკარგოს, თუ დაავადება პროგრესირდა, სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი საზოგადოების ინფორმირება. ბრიფინგის ეთერში გასვლის შემდეგ მას სასწრაფოდ შეხვდა ციხის ხელმძღვანელობა იყვნენ მასთან ექიმებიც, იყო გარკვეული საუბარი სამომავლო სამედიცინო პროცედურების შესახებ, იმედი მაქვს ეს გარკვეულ კონკრეტულ მოქმედებებამდე მიგვიყვანს. ” – განაცხადა შოთა თუთბერიძემ. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved