• რეკლამა
  • კონტაქტი
01:49, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ელენე გიორგაძე: მიხეილ სააკაშვილი თავს გრძნობს უკეთესად, ადამიანი 50 დღე როდესაც შიმშილობს, არავის გაუკვირდეს, ფეხბურთს რომ ვერ ითამაშებს

ალია ავტორი - ალია
19:11 11-22-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

დღეს დავამთავრეთ მესამე კრიტიკული დღე, ექიმები და პაციენტი ვართ კმაყოფილები, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის წევრმა, ექიმმა ელენე გიორგაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

„დღეს კალორაჟი და კვება მცირედით იყო გაფართოებული. თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად. სტაბილურია მისი მდგომარეობა. ჩივილები არ ჰქონდა. მაინც გავუკეთეთ ექოკარდიოგრაფია. ყველა ანალიზი კეთდება ყოველ დღე. შიმშილის მარკერები ნორმალურია. ნელ-ნელა ვილის მოწესრიგებაც დაიწყო. ამასობაში გარკვეული მიკროელემენტების, ვიტამინების დოზას უკვე ვამცირებთ. ხვალიდან გადავდივართ დაკვირვების სტადიაში. ნელ-ნელა გავაფართოვებთ კალორაჟს, შევიყვანოთ სხვადასხვა პროდუქტებს. ეს გაგრძელდება ალბათ ორშაბათამდე. შემდეგ ინიშნება უკვე სხვა კვება. სააკაშვილი თავს გრძნობს უკეთესად. ნურავის გაგვიკვირდება, რომ სისუსტე რჩება. თუმცა არაა ისეთი, როგორიც იყო შაბათს რომ ვნახე. 50 დღე ადამიანი როცა შიმშილობს, არავის გაუკვირდება, ფეხბურთს რომ ვერ ითამაშებს. ვერანაირ პროგნოზს ვერ გავაკეთებთ, ყოველდღე მოგაწვდით ინფორმაციას“,- განაცხადა გიორგაძემ.

მისივე თქმით, ჰოსპიტალში ექიმების შესვლა პაციენტის თანხმობით ხდება.

„თითოეული ჩვენი შესვლა ხდება პაციენტის თანხმობით. პაციენტი ირჩევს და გვაძლევს თანხმობას, ვინ და როდის იმუშავებს. პაციენტს ჰყავს ფსიქიატრი, რომელიც პირველი დღიდან აკონტროლებდა. როგორც კი პაციენტისგან გვექნება თანხმობა, ეგრევე იქნება გამოძახებული. ხვალ ჩამოვა მთელი კონსილიუმი. ისინი შეაფასებენ თავის სისტემებს. აქ კიდე ბევრი ექიმი გვეხმარება და ყველა აკვირდება თავის დარგს“,- განაცხადა ელენე გიორგაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved