• რეკლამა
  • კონტაქტი
18:11, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ეკონომიკის გახსნას ალტერნატივა არ აქვს, მით უმეტეს ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, ის, რომ ტურიზმის სეზონი არ ჩავარდა და ჩვენს მოსახლეობას დამატებითი შემოსავალი გაუჩნდა, სწორედ ამ გადაწყვეტილებების შედეგია – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:24 09-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

ამ პროცესში აუცილებელია ეკონომიკის ზრდის შენარჩუნება და მეორეს მხრივ პროცესის მართვა. რაც შეეხება მართვას, როგორ ვმართავთ. პრიმიტიული კითხვაა. მართვა ჩვენ გვესმის შემდეგნაირად – არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს ზრუნვის და მკურნალობის გარეშე და ამას ახერხებს დღევანდელი ჯანდაცვის სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ტყიბულში, ეპიდვითარების მართვასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნის დაკეტვაზე მარტივი არაფერია, თუმცა როდესაც ქვეყანაში ჩამოტანილია 3 მილიონზე მეტი ვაქცინა, ეკონომიკის ჩაკეტვა შეუძლებელია, მით უმეტეს ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. 

„შეგახსენებთ, მაშინ საკოორდინაციო საბჭოს წევრი ვიყავი და მთელი მთავრობა ვმართავდით პროცესს, მაშინ არც ვაქცინა არსებობდა და მთელი ქვეყანა იყო დაკეტილი, ქვეყნის დაკეტვაზე მარტივი არაფერია, 1 საათში შემიძლია, გადავკეტო მთელი ქვეყანა, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი, ჩვენ არჩევანი მოვუტანეთ მოსახლეობას, ჩამოვიტანეთ 3 მილიონზე მეტი ვაქცინა – „სინოფარმი“, „სინოვაკი“, „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“ და ეს არჩევანი თავად მოსახლეობამ უნდა გააკეთოს. აუცილებელია ვაქცინაცია, აუცილებელია აცრების ჩატარება, პირბადის ტარება და ჩვენი ახლობლების დაცვა. ქვეყნის ჩაკეტვა დღეს შეუძლებელია. ცალკეული ლოკალური შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს და დავაწესეთ კიდევაც, სიტუაცია მიდის სტაბილიზაციისკენ, მთელმა მსოფლიომ ანალოგიური გზა გაიარა. მე-4 და მე-5 ტალღები ყველგან მიმდინარეობს, ყველგან და ნუ აცდენთ მოსახლეობას, ნუ შეგყავთ მოსახლეობა შეცდომაში, წარმოდგენა არ აქვთ მათ, ვინც კითხვა გამოგიგზავნათ, რა ხდება ევროპაში და მსოფლიოში, ან აქვთ და უბრალოდ არ ამბობენ ამას. ყველა ქვეყანამ გაიარა იგივე, მათ, ვინც გახსნა ეკონომიკა. ეკონომიკის გახსნას ალტერნატივა არ აქვს, მით უმეტეს ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის. აშშ-მა, ნომერ პირველმა, ყველაზე ძლიერმა სახელმწიფომ, გამოვიდა ენტონი ფაუჩი, ამერიკის პრეზიდენტიც, მთელი მთავრობაც და თქვა, რომ ქვეყნის ჩაკეტვა აღარ მოხდება. იგივე განაცხადეს ევროპელებმა, ბრიტანეთის პრემიერმა, გერმანიამ, საფრანგეთმა, ყველამ. შედეგი არის ის, რომ დღეს გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ამით მე ვამაყობ. ვამაყობ იმით, რომ ბიზნესი დამშვიდებულია, სტაბილურად ვითარდება ჩვენი ეკონომიკა და გვაქვს უპრეცედენტო ზრდა. ის, რომ ტურიზმის სეზონი არ ჩავარდა და ჩვენს მოსახლეობას დამატებითი შემოსავალი გაუჩნდა, სწორედ ამ გადაწყვეტილებების შედეგია. ამ პროცესში აუცილებელია ეკონომიკის ზრდის შენარჩუნება და მეორეს მხრივ პროცესის მართვა. რაც შეეხება მართვას, როგორ ვმართავთ. პრიმიტიული კითხვაა. მართვა ჩვენ გვესმის შემდეგნაირად – არც ერთი მოქალაქე არ დარჩეს ზრუნვის და მკურნალობის გარეშე და ამას ახერხებს დღევანდელი ჯანდაცვის სისტემა. ექიმების გმირობაზე დგას სწორედაც რომ ეს პროცესი. ვაქცინები რომ არ იყოს დღეს ქვეყანაში, აბსოლუტურად დაგეთანხმებოდით, რომ კრიტიკა იქნებოდა ლეგიტიმური და სამართლიანი. დღეს, როცა ვაქცინები გვაქვს შემოტანილი, იმაზე მეტი, ვიდრე ამ ეტაპისთვის საჭიროა,  საერთოდ რაზეა საუბარი. მანამდე იგივე ადამიანები აკრიტიკებდნენ მთავრობას, მათ შორის გახარიას დროს, გახსენით ქვეყანა და გახსენით ეკონომიკა. მთელი კამპანია იყო და აქციებს მართავდნენ. დავიწყეთ ეტაპობრივი გახსნა, ეტაპობრივად შემოვიტანეთ ვაქცინები და ნახეთ კიდეც, რომ შედეგმა არ დააყოვნა. აქედან გამომდინარე, შეეშვით მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და ამ თემით სპეკულაციას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
ახალი ამბები

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება

16:26 11-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved