• რეკლამა
  • კონტაქტი
13:02, ორშაბათი, 9 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეკლესიის ეზოში ჩასაქოლად გამამზადეს…” – ნაწამები მღვდელი და გათხრილი ეკვდერი

ალია ავტორი - ალია
03:45 07-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,336

1992 წლის ივნისში, წალენჯიხაში ფერისცვალების ტაძრის მღვდელი მამა რომანოზი (ჩიქობავა) აწამეს.  მისი მეუღლე ლენა შუბლაძე რადიო თავისუფლებასთან მომხდარს იხსენებს.

1992 წლის ივლისში დატრიალებული ტრაგედია აღწერილია მხოლოდ მისი და მამა რომანოზის მოგონებებზე დაყრდნობით.

„7 ივლისის უსაშინელესი დღე გათენდა ჩემი ოჯახისთვის“, – წერს მამა რომანოზი თავის მონათხრობში, რომელიც ჟურნალ „აიას“ 2001 წლის ნომერში დაუბეჭდეს. ამბავი იმით იწყება, რომ წალენჯიხაში „ომონისა“ და „მხედრიონის“ წევრები ავიდნენ და ეკლესიაში იარაღის ძებნა დაიწყეს.

6 ივლისს, წალენჯიხის ასასვლელთან ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს. მღვდელმა ცხედარი ტაძარში დაასვენა.

„ზვიადისტების მხრიდან იყო ის ბიჭი. [მხედრიონელებმა] რატომ გააპატიოსნე, ეგ ჩვენ ტყვიას გვესროდა, ხვალ ტანკს გამოვაბამთ და მთელ წალენჯიხას შემოვატარებთო. მამაომ ჭირისუფალს შეატყობინა, რაც ხდებოდა და წაასვენეს მიცვალებული. მეორე დღეს რომ ამოვიდნენ, აღარ დახვდათ“, – ჰყვება ლენა შუბლაძე.

ამ მომენტს თავად მღვდელი ასე აღწერს:

„ნაშუადღევს ისევ ამოვიდნენ. ამჯერად „ბეტეერებით“ და მსუბუქი მანქანებით, სამასამდე იქნებოდნენ, „მხედრიონი“, „ომონი“ და შინაგანი ჯარის ნაწილები. ეკლესიას ალყა შემოარტყეს. გუმბათზე და სამრეკლოზეც ავიდნენ… აქ იარაღები გიწყვიაო? შევახსენე, იყვნენ ამ დილით, ვერაფერი ნახეს. თქვენ რას იპოვით? პასუხად ისე მცემეს, რომ ცოტა ხანს უგონოდ ვეგდე ეკლესიის იატაკზე. გონს მოვედი და ვხედავ, შემოწირულებათა ყუთი გაუტეხავთ, ფული რაც შიგნით იყო „შეუწირავთ“… ლევან დადიანის ეკვდერში [მცირე საეკლესიო ნაგებებო – რ.თ] ფეხით დადიოდნენ, კინაღამ მისი ამოთხრაც დააპირეს… მეორე ეკვდერში, სადაც წმინდა გიორგის წამების ფრესკებია გამოსახული, ვხედავ ნატრაპეზალ ადგილს თხრიან. მუხლებზე დავეცი, – ეს წმინდა ადგილია, ნუ თხრით! ეს ცოდვაა. რა უნდა იპოვოთ მანდ! წესს არღვევთ! აქ გათხრის უფლება მხოლოდ არქეოლოგებსა აქვთ… აბუჩად ამიგდეს… თქვენ ვერ გაიგეთ, რომ საქართველოში ჩვენზე უფროსი არავინ არაა! ბოლომდე არ მაყურებინეს, ძირის–ძირობამდე დაეთხარათ იქაურობა. ადამიანის ძვლები ამოეყარათ და იქვე დაეტოვებინათ. რა ამოიღეს და რა წაიღეს, არავინ იცის. ჩემზე კი მაშინვე ჯავრი იყარეს… ეკლესიის ეზოში გამიყვანეს, პირით აღმოსავლეთისკენ დამაყენეს, ჩასაქოლად გამამზადეს… ისვრიან გამუდმებით… სასტიკად მცემენ“ (მამა რომანოზი, ჟურნალი „აია“).

მამა რომანოზი (ჩიქობავა)
მამა რომანოზი (ჩიქობავა)

წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარი, სადაც ეს ამბავი ხდებოდა X-XI საუკუნეების ძეგლია. აქ არიან დამარხული სამეგრელოს მთავრები. ტაძარში უნიკალური ფრესკები არის შემორჩენილი.

„სანამ თხრიდნენ, მამაო კედელთან ჰყავდათ მიყენებული და ორი ავტომატიანი გვერდით ედგა. ორმო რომ გამოჩნდა, გამოიყვანეს და ვერ დაინახა იქ რა იყო. ამ დროს ჩვენც მივედით. მამაოს ცოლ–შვილს ყელი გამოჭერით და მერე იტყვის სიმართლესო. რა სიმართლეს ეძებდნენ არ ვიცი“, გადაქექეს ყველა ოთახი, სასიმინდეშიც კი ავიდნენ, ვერაფერი იპოვეს. მერე მამაო წაიყვანეს… იმ საღამოს ბავშვებიანად აფხაზეთში გადავედი“, ამბობს ლება შუბლაძე.

მამა რომანოზი თავის პუბლიკაციაში იხსენებს, რომ ბოლოს ის წალენჯიხაში, „მხედრიონის“ ლიდერთან ჯაბა იოსელიანთან აღმოჩნდა. შტაბში მისულს ქვედა სართულიდან საშინელი ყვირილი ესმოდა, როგორც ჩანს, იქაც ვიღაცას აწამებდნენო. ჯაბასთან გასაუბრების შემდეგ მღვდელი, კიდევ სამ კაცთან ერთად, ეზოში გაიყვანეს დასახვრეტად, მაგრამ გადაიფიქრეს და ყველანი კონდახების ცემით შეყარეს ვერტმფრენში, რომელიც თბილისში გაფრინდა.

“გზად რას არ მაბრალებდნენ… ერთი ხანობა ვერტმფრენიდან ჩამოგდებაც დამიპირეს, ერთობოდნენ… თბილისში „კაპეზეს“ სამმართველოში მომათავსეს. საშინლად მცემეს. საკანში შემაგდეს და მითხრეს, – ზვიადისთან ერთად ილოცეო… კედელზე მახეთქებინებდნენ თავს, თმასა და წვერს ბღუჯად მაგლეჯდნენ, წყლის ჭავლის ქვეშაც დამაყენეს… ტვინი შემერყა ცემისაგან. თავზე საკმაოდ მოზრდილი ღია ჭრილობა მქონდა. ერთმა, სამოქალაქო ტანსაცმლიანმა ჯალათმა ღია ჭრილობაში თითები ჩამჩარა და თან იძახდა, – ცოცხლად უნდა გაგატყავო, შენი ასე და ისე…

საკანში შემაგდეს. ღვთისნიერი, უდანაშაულო ბიჭები დამხვდნენ იქ. მომასულიერეს. ფეხზე წამოდგომაში მეხმარებოდნენ. 19 დღე ვიყავი საპატიმროში, გამომძიებელი და დამკითხველი არავინ მინახავს.

რისთვის ჩამსვეს?! არც ეს ვიცი“ (მამა რომანოზი, ჟურნალი „აია“)

19-დღიანი პატიმრობის შემდეგ მამა რომანოზი წალენჯიხაში დაბრუნდა. ნახევარ წელიწადში, როდესაც ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა, მას კიდევ ერთხელ მიაკითხეს, აინტერესებდათ წესი აუგო თუ არა.

„ამდენი ცემისგან ძალიან შეერყა ჯანმრთელობა. წნევები, თავის ტკივილი, ხერხემლის ტკივილი… მას მერე ყველაფერი სჭირდა. ღრმად მოხუცი გეგონებოდა“, – ამბობს ლენა შუბლაძე, – „ვინც სცემა ყველას ცნობდა სახეზე, ყველას აპატია, ლოცავდა. ბევრი მერე აფხაზეთში დაიღუპა და მათთვისაც ლოცულობდა“.

მამა რომანოზი 2005 წელს 55 წლისა გულის შეტევით გარდაიცვალა, ის ფერისცვალების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს.

 

წყარო – რადიო თავისუფლება

თეგები: მამა რომანოზიწალენჯიხა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ჩაირთე სილქფესტის აქციით სასურველი პირობები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის აქციით სასურველი პირობები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 02-08-2026
26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა
ახალი ამბები

26 წელი საერთო მიზნისთვის – GM PHARMA 26 წლის გახდა

13:06 02-07-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

15:33 02-06-2026
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14:51 02-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved