• რეკლამა
  • კონტაქტი
09:15, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეგეთ პარტიას ხმა არ უნდა მისცე” – დეკანოზი შალვა კეკელია

ალია ავტორი - ალია
21:02 10-24-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
17,458

თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა:

 

„არჩევნებთან დაკავშირებით, რას ვფიქრობ, ბევრი ადამიანი მეკითხება. მამაო, რა ვქნათ, ვის მივცეთ ხმა, როგორ მოვიქცეთ? ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ადამიანები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას იღებენ, არიან სრულწლოვნები. ყველას გვაქვს ჩვენი გონება, აზრი და ეს ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ. უნდა შევხედოთ, რა პროცესებია ქვეყანაში, ვის როგორი დამოკიდებულება აქვს ქვეყნასთან, ერთან, სარწმუნოებასთან, ეკლესიასთან და ადამიანმა აქედან გამომდინარე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ვის უნდა მისცეს ხმა.

მე პირადად ჩემს აზრს გეტყვით. მე მხოლოდ 46 წლის ვარ და მხოლოდ ერთ არჩევნებში მაქვს მონაწილეობა მიღებული. 2012 წელს წავედი არჩევნებზე, რადგან მაშინ ვხვდებოდი, რომ ძალიან დიდი ბოროტება ხდებოდა ქვეყანაში და ვეღარ ვეგუებოდით ამ სიბოროტეს, სიბნელეს – მკვლელობა, შევიწროება, ციხეებში ადამიანების გაუპატიურება. რაც მაშინ ქვეყანაში ხდებოდა, ბუნებრივია, ამის მიმართ პროტესტი მქონდა. წავედი და ხმა მივეცი სხვა პარტიას, რადგან უნდა დამთავრებულიყო ეს საშინელება, რაც ხდებოდა. მე იმ დღის შემდეგ არჩევნებში მონაწილეობა არ მიმიღია, რადგან არ ჩამითვლია საჭიროდ, რომელიმე პარტიისთვის ხმა მიმეცა. ჩემი დამოკიდებულება ასე იყო, არცერთ პარტიას არ ვთვლიდი, რომ ხმა მიმეცა, თავს ვიკავებდი.

მივდივარ სამეგრელოში, რომ ხმა მივცე, რადგან დღესაც ზუსტად იგივე პროცესია, რაც 2012 წელს იყო. ჩემთვის გადამწყვეტი მომენტი დგება, რადგან ჩვენ ვხედავთ, რამხელა ზეწოლაა ამ ქვეყანაზე, როგორი პრობლემები შეუქმნეს ქვეყანას. რაც დღეს ხდება, რა განცხადებებიც გვესმის უცხო ქვეყნებიდან, მსგავსი რამ არ ყოფილა მაშინ, როდესაც ტელევიზიები დაიხურა, ეკლესიის წინააღმდეგ ამდენი რამ ხდებოდა, იქ ეკლესია დაარბიეს, დაანგრიეს. უამრავი რამ მოხდა და მაშინ ხმა არავის ამოუღია, არცერთ საელჩოს, მაშინ არავის არაფერზე უსაუბრია. დღეს ვხედავთ, როგორი ზეწოლაა.

მე ვთვლი, რომ ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ. მე მივმართავ მხოლოდ ეკლესიურ ადამიანებს. არაეკლესიურ ადამიანებს არ ვესაუბრები. ვინც მე მეკითხება აზრს, იმათ ვესაუბრები, ვისთვისაც ჩემი აზრი მნიშვნელოვანია. მე ერთ რამეს გირჩევთ, თქვენ დააკვირდით ადამიანებს, პოლიტიკურ პარტიებს. პარტიები, სადაც მათი ლიდერები არიან პატრიარქის მაგინებლები, ეკლესიის მაგინებლები, მათთვის ოჯახის სიწმინდე არაფერს ნიშნავს, ლგბტ პროპაგანდა არაფერს ნიშნავს. ეკლესიურ ადამიანებს მოგმართავთ, უბრალოდ კითხვა მაქვს, როგორ უნდა მისცეთ იმ პარტიებს ხმა, რომლებიც შენი მოძღვრის, შენი პატრიარქის და შენი დედა ეკლესიის მაგინებელი არიან და ეკლესია არაფერს წარმოადგენს? ბუნებრივია, შენ ეგეთ პარტიას ხმა არ უნდა მისცე. თან არჩევანი ისეთი რამ არის, ჩვენ, ყველანი, რა არჩევანსაც გავაკეთებთ, ამაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ. შენ შენს არჩევანზე პასუხისმგებელი ხარ და ღმერთმა შეგაძლებინოთ, რომ ყველას სწორი არჩევანი გაგაკეთებინოთ.

მინდა, ჩვენი ქვეყანა იყოს ღვთის, რადგან არ მინდა, ერმა მიიღოს ისეთი კანონი, რომელიც ღვთის წინააღმდეგ წავა. ჩვენი ერი დღემდე მოვიდა ქრისტეთი, მოვედით ღმერთის ერთგულებით და რამე თუ გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას, გადაარჩენს ქრისტეს ერთგულება და ღმერთის სიყვარული. სხვანაირად ამ ქვეყანას არაფერი ეშველება. მე არ გეტყვით, რომელ პარტიას მისცეთ ხმა, ეს თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ეს თქვენი არჩევანია. ერთ რამეს გეტყვით, რომ ყველამ თქვენს არჩევანზე პასუხი უნდა აგოთ აუცილებლად“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved