ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში წერს.
„ძვირფასო მეგობრებო. წუხელ შევიფარე ეს ულამაზესი ჰასკი, რომელიც სავარაუდოდ ერთ წლამდეა. არის ძალიან თბილი და ჭკვიანი. სტერილიზებული და აცრილია, როგორც სანიშნე ნომრით გადავამოწმე. რადგან მე კიდევ მყავს შეფარებული სხვა ჰასკი, ერთმანეთი ვერ იგუეს და თან ამ პროცესს ამ ეტაპზე ემოციურად ვერ გავწვდები, მით უფრო რომ ხშირად მიწევს სახლიდან წასვლა, ჩემი ცუგი კი შეგუებულია მეზობლებს. ამიტომაც, ეგებ გამოთქვათ აყვანის სურვილი, ოღონდ იმ პირობით, რომ კარგად მოუვლით. კვებაში და ა.შ. დაგეხმარებით აუცილებლად. გამომეხმაურეთ პირადად. პოსტს ახალი პატრონის გამოჩენისთანავე ავიღებ“.
კომენტარები