• რეკლამა
  • კონტაქტი
23:59, ხუთშაბათი, 25 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეგ პირი 28 ივნისს მე აღმოვაჩინე კადრებში, მაგრამ ვიცი, რომ “კაწრო” არ არის…”

ალია ავტორი - ალია
15:24 07-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
640

სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი გაბედავა, სოციალურ ქსელში, წერს:

“ფოტოზე ადამიანია რომელიც ამირხანაშვილს ხვდება დიდუბეში, ასი პროცენტით შემიძლია ვთქვა რომ ეს ადამიანი არ არის ავთო ბილანიშვილი. არანაირი მსგავსება არ არის.

სრულ მასალას ვეცნობი 28 ივნისის შემდეგ, ბევრი რამ რაც ტელევიზიებში გავიდა მე აღმოვაჩინე და მივუთითე ჟურნალისტებს. ეხლაც ვაკვირდები კადრებს და როგორც კი რამე საეჭვოს შევამჩნევ ამოვჭრი და ვუგზავნი ხოლმე ადვოკატებს რომ მათ გადასცენ ჟურნალისტებს.

მინდა რომ სიმართლე გაირკვეს, ამიტომ არ ვლაპარაკობ წინასწარ ვერსიებზე.

ეს პიროვნებაც 28 ივნისს აღმოვაჩინე და დღემდე მის ძიებაში ვარ, თუ ვინ არის. ამიტომ ზუსტად ვიცი რომ ეს ადამიანი ავთო ბილანიშვილი, ზედმეტსახელად “კაწრო” არ არის. კარგი იქნება თუ ამას ჟურნალისტები გაითვალისწინებენ და უდანაშაულო ადამიანს ხელს არ დაადებენ.

რამეს თუ კიდე ვიპოვი, აუცილებლად გადავცემ ადვოკატებს რომ გაასაჯაროვონ!

ასევე მინდა ერთ მნიშვნელოვან დეტალზე გავამახვილო ყურადღება! იმ მასალაში რაც გადაეცა დაცვის მხარეს, არ არის ის ორიგინალი კადრები სადაც ჩანს წინხედი ლუკოილის ბენზინგასამართი სადგურიდან, სადაც ამირხანაშვილის მანქანიდან გადმოსვლა ჩანს, პროლურატურის გასაჯაროვებულ კადრებში კი ეს კადრები არის, მასალაში არის მაგ კამერით გადაღებული დღის კადრები, გამქრალია იმ დროის კადრები სადაც ამირხანაშვილის მანქანიდან გადმოსვლა ჩანს. პროკურატურა ვალდებულია გადასცეს დაცვის მხარეს ყველა მასალა და არა ესე, დანაკლისით. თან დააკვირდით პროკურატურის გასაჯაროვებულ კადრების მაგ ნაწილს სადაც ამირხანაშვილი გადმოდის მანქანიდან, ორიგინალიდან ამოჭრილიც არ გახლავთ, ტელეფონით იღებენ ეკრანს, რაც ისედაც ცუდ ხარისხს კიდევ უფრო აუარესებს. აქედან გამომდინარე უამრავი კითხვა ჩნდება!

საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia სად არის ორიგინალი კადრები ლუკოილის მესამე კამერიდან რაც ამოიღეთ, რატომ არის მხოლოდ დღის კადრები! ეს კადრები რომ იყოს, მარშუტკის ნომერსაც დავაფიქსირებდით და პიროვნებაც უკეთესად გამოჩნდებოდა! ველოდები პროკურატურის პასუხს!”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved