• რეკლამა
  • კონტაქტი
07:55, ხუთშაბათი, 17 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ეგ მოკვდება მანდ და მერე საერთოდ გვერდზე დაგრჩებათ ყველას ყველაფერი” – თეა თუთბერიძე ნიკა მელიას

ალია ავტორი - ალია
13:19 12-01-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
400
“კმარას” თანადამფუძნებელი, თეა თუთბერიძე:
“აქაც იგივე კომენტარს დავდებ რაც ნიკას დავუწერე პოსტის ქვემოთ – რა სასამართლო ნიკა, სად არის სასამართლო?! ან რომელი სასამართლო, რომელმაც შენით დაწყებული სააკაშვილით დამთავრებული ლამის ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ციხეში ჩასვა?! შენ გგონია საქართველოში რომელიმე მოსამართლეს დღეს შეუძლია სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის გადაწყვეტილება გამოიტანოს? მართლა ასე გგონიათ მანდ? თუ კი, მაშინ ბოლო წლებში გამოტანილი ქართული სასამართლოს რომელი გადაწყვეტილება გაძლევთ ამ ოპტიმიზმის საფუძველს? თუ გგონიათ რომ სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ყოფნა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის დავალებაა და არა კრემლის მითითება რომ სააკაშვილი სამაგალითოდ დასაჯონ
იმისთვის რომ მან ქვეყანა რუსული ორბიტიდან დასავლეთისკენ წაიყვანა?!
გგონიათ კრემლმა არ იცის რა სასამართლოა საქართველოში? მაგას ჭამს რუსეთი და პუტინი ბიძინა ივანიშვილი თუ ეტყვის სასამართლომ გაუშვა სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ, მე რა შუაში ვარო?!
ხალხი თუ ქუჩაში არ გამოვა და ეს თუ ენმ-ამ არ გააკეთა (ისე კი არა ორ-ორი საათით რომ გამოდიხართ ხოლმე, არამედ ისე როგორც მაგალითად უკრაინელები გამოვიდნენ 2004-ში და 2014! სხვა ორი და სამ საათიანი აქციები მაგათ მანდ კიდიათ) და ეგენი იძულებულები თუ არ გახდებიან (ხალხი თუ არ აიძულებს ისე როგორც 70 დღიანი დაუშლელი პროტესტით შუა ზამთარში 2004-ში უკრაინელებმა აიძულეს კუჩმა და 2014-ში იანუკოვიჩი) და თან თავის გასამართლებელი რეალური საფუძველი თუ არ ექნება ივანიშვილს საკუთარ ბატონთან, ანუ პუტინთან, ისე რა სასამართლო, თავს რატომ იტყუებთ მანდ ყველა?!
ეგ მოკვდება მანდ და მერე საერთოდ გვერდზე დაგრჩებათ ყველას უყველაფერი. ისედაც არავის აღარ უნდა უკვე დასავლეთში საქართველოს გაგონება და მერე ჩათვალეთ საერთოდ ბოლომდე დაიკიდებენ მაგ ქვეყანას. იმიტომ კი არა რომ მიშაზე გიჟდებიან. არა. იმიტომ რომ ხალხი არ ვარგა და არ ღირს მათთვის არაფრის გაკეთებაო. ახლა იმით მაინც ვიმართლებთ თავს და სიტუაციას რომ აი 80%-ზე მეტი მოსახლეობის ევროკავშირში ქვეყნის ინტეგრაციას და NATO-ს წევრობას მხარს უჭერს და არ უნდა მივატოვოთ და შევატოვოთ პუტინს საქართველოთქო და ა.შ.
დასავლეთში ყველამ კარგად იცის რომ სააკაშვილი პუტინის ტყვეა დღეს საქართველოში. სააკაშვილი მანდ რომ მოკვდეს ჩათვალეთ საერთოდ და საბოლოოდ დაესმება წერტილი მაგ ქვეყნის მარტო ევროპულ მომავალს და პერსპექტივას კი არა, არამედ როგორც ქვეყნის არსებობას ზოგადად!”
თეგები: თეა თუთბერიძემიხეილ სააკაშვილინიკა მელია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე
ახალი ამბები

ახალი შეთავაზება თიბისის ინვესტიციების პლატფორმაზე – დაიბრუნე ვაჭრობის საკომისიო და დასაჩუქრდი $500-მდე

15:21 09-16-2026
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია
ახალი ამბები

ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი GNPF Youth Open ტურნირის მხარდამჭერია

15:18 09-16-2026
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია – CROSSROAD AI გაიმართება

14:09 09-16-2026
საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ GMAP ბაზრის განვითარების ფორუმს უმასპინძლა

20:01 09-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved