• რეკლამა
  • კონტაქტი
05:57, ოთხშაბათი, 2 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ე.წ. კანონიერი ქურდები პრეზიდენტს უჩივიან – რას ამბობს კახა შუშანაშვილის შვილი

ალია ავტორი - ალია
10:42 01-25-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
319

ე.წ.კრიმინალური ავტორიტეტი კახა შუშანაშვილი საქართველოს პრეზიდენტს სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ კახა შუშანაშვილის ქალიშვილმა “კურიერთან” დაადასტურა. მიზეზი ქართული პასპორტია. ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელსაც საფრანგეთში სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, სალომე ზურაბიშვილისაგან საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას ითხოვს.

შუშანაშვილი უკვე 12 წელია მარსელის ციხეშია, ბოლო წლებში კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ის საქართველოში ექსტრადირებას ითხოვს, თუმცა ამისათვის მოქალაქეობა სჭირდება.

ქართულ-სლავური მაფიის ე.წ. გავლენიანი ავტორიტეტის, “კახა რუსთავსკის” – იმავე კახა შუშანაშვილის გარდა საქართველოს პრეზიდენტს სხვა ე.წ. ქურდებიც უჩივიან. ძირითადად. საუბარია ე.წ. შავი სამყაროს იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც 2013-18 წლებში ქართულმა მართლმსაჯულებამ გაამართლა, თუმცა ქვეყნის დატოვება მათ მაინც მოუწიათ.

სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტთან ერთად მოპასუხე მხარედ იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოა წარმოდგენილი. მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ პრეზიდენტის შესაბამის ბრძანებულებას საფუძვლად სწორედ იუსტიციის სამინისტროს დასკვნა დაედო, რითაც ირკვევა, რომ კახაბერ შუშანაშვილმა ჯერ კიდევ 2015 წელს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა მიიღო. შუშანაშვილის ინტერესების დამცველი აცხადებს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი არაავთენტურია, რადგან ამ პერიოდში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი კახა შუშანაშვილი უკვე მარსელის ციხეში იხდიდა სასჯელს.

იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კახა შუშანაშვილის ბრალდებებს არ უპასუხეს, თუმცა “კურიერმა” მოიპოვა სასამართლოში მხარეთა მიერ წარდგენილი ოფიციალური პოზიცია. სალომე ზურაბიშვილი კახა შუშანაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის საფუძველს ვერ ხედავს.

დაუბრუნდებათ თუ არა კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს საქართველოს მოქალაქეობა ამ საკითხზე საბოლოო გადაწვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

14:08 07-01-2025
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობის ფეხბურთელები გიორგი მამარდაშვილს შეხვდნენ

13:34 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved