ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი;
ანუ:
თავიდან გვითხრეს, ეს დამპლები ომში გვითრევდნენ, მეორე ფრონტის გახსნას გვთხოვდნენო.
რომ ვიკითხეთ, ვინ იყო ეგ უსინდისოო, გვიპასუხეს: “გლობალური ომის პარტიაო”
რომ ვკითხეთ, ვინ ოხერია “გლობალური ომის პარტიაო,” გვიპასუხეს: ეგ ჩვენ ვიცით და ვისაც გვჯერა, გაგვატარეთო.
არ გავატარეთ.
ცოტა ხანში მშველელად ტრამპი მოევლინათ, რომელმაც “დიფ სტეიტი” ახსენა და ამათაც უცებ დაივიწყეს აქამდე ნალოლიავები “გლობალური ომოს პარტია”, ვითომც არც არსებულა და ყველა ცოდვა “დიფ სტეიტს” აკიდეს.
რომ ვკითხეთ, “დიფ სტეიტის” სახელით თქვენ ვინ გელპარაკებოდათ, კონკრეტულად ვინ გაძალებდათ ომში ჩართვასო, ამას ვერ გეტყვით, სიტყვაზე უნდა გვენდეთო, გვეუბნებოდნენ.
ვერ ვენდეთ.
ჰოდა, ამ ფონზე წინა დღეს, როგორც იქნა, შალვა პაპუაშვილმა ამოღერღა, “ლიჩნად” მე მაგიდაზე ხელებს კელი დეგნანი მიბრახუნებდაო.
რომ კითხეს, ანუ კელიმ მოითხოვა ომში ჩართვაო? არა, ომში ჩართვა არა, სანქციების დაწესება მოითხოვა, რაც ომში ჩართვის ტოლფასიაო.
ამაზე მაგრად დაიცინენ.
მიხვდნენ, მათ მთავარ პროპაგანდისტულ ხაზსს საფრთხე ექმნებოდა და სიტუაციის გამოსწორება დღეს საკუთარ თავზე კობახიძემ აიღო: შალვასთან შეხვედრაზე არა, მაგრამ სხვა სამ შეხვედრაზე მოითხოვეს პირდაპირი ტექსტით ომში ჩართვა და აქედან ერთს მე “ლიჩნად” ვესწრებოდიო.
რომ კითხეს, მანდაც კელი დეგნანი ლაპარაკობდა “დიფ-სტეტის” სახელოთო? არა მაგ შეხვედრებზე ვინ იყო, მაგას უკვე ვეღარ გეტყვით, სიტყვაზე უნდა მენდოთო.
ე, ბიჭო, სულ მინდა გენდოთ, მარა რავარია, ენდო ირაკლი კობახიძეს?! რამე ხელჩასაჭიდო მოგვეცით.
არაო. ვინც სანქციების დაწესებას გვთხოვდა, იმის დასახელება შეიძლება და ვინც – უარესს, იმის – არაო.
ნეტა, რატომ?














კომენტარები