ძლიერმა თოვამ პრობლემები შექმნა აჭარაში. ბათუმი-ქობულეთის გზაზე საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია, ასევე დაბალია ხილვადობა. გზის სხვადასხვა მონაკვეთზე პოლიცია პატრულირებს და მძღოლებს რეკომენდაციებს აძლევს.
საავტომობილო მოძრაობა შეფერხებულია ბათუმშიც. თოვს მაღალმთიან აჭარაშიც, სადაც თოვლის საფარმა ერთ მეტრს გადააჭარბა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ მოსალოდნელი დიდთოვლობის და ყინვების გამო, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში, შეიქნა საგანგებო შტაბი, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს.
ფოტო: იმედინიუსი
კომენტარები