ფოტო – მთავარი
ზუგდიდის ცენტრში, კოსტავას ქუჩაზე ხე წაიქცა და რამდენიმე ავტომობილს დაეცა. ინფორმაციას “მთავარი” ავრცელებს.
ერთ-ერთი ავტომობილის მფლობელის თქმით, მას მანქანა დაზღვეული არ ჰყავს. ის ითხოვს პასუხს, ვინ შეიძლება აუნაზღაუროს ზარალი.
ცნობილი ხდება, რომ გამხმარი და დაზიანებული ხე ძლიერი წვიმის შემდეგ წაიქცა. ადგილობრივების თქმით, მას დიდი ფუღურო ჰქონდა, რომელსაც გამვლელები, წლების განმავლობაში, ნაგვის ჩასაყრელად იყენებდნენ.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
კომენტარები