• რეკლამა
  • კონტაქტი
02:08, ხუთშაბათი, 5 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ძლიერი სვლა იქნებოდა გარდამავალი მთავრობის ზე-პარტიული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება” – ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:02 09-26-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
5,028

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი:

ვუსმენდი პარტიების ლიდერების პოზიციებს ქართული ქარტიის მიზნების ირგვლივ კონსოლიდაციის აუცილებლობასთან დაკავშირებით და გამიჩნდა ფრთხილი ოპტიმიზმის შეგრძნება.
მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას, თუ ამ მიმართულებით კიდევ რისი გაკეთებაა შესაძლებელი საარჩევნო სინერგიის შესაქმნელად, რაც პრაქტიკულად გარდაუვალს გახდის ხელისუფლების დამარცხებას.
ვფიქრობ, რომ ძლიერი სვლა იქნებოდა უკვე ამ ეტაპზე პრეზიდენტის მხრიდან პარტიებთან წინასწარი კონსულტაციების შემდეგ გარდამავალი მთავრობის ზე-პარტიული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელება.
კანდიდატის, რომელიც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, არჩევნების შედეგების შესაბამისად, მოახდენს მთავრობის ფორმირებას, რომლის მანდატი იმოქმედებს მანამდე, სანამ ქვეყანა არ დაბრუნდება კონსტიტუციით განსაზღვრულ ევროპულ გზაზე. ამის შემდეგ ის გადადგება და ახალი მთავრობის ფორმირება მოხდება უკვე იმ პარტიული ქვოტების მიხედვით, რასაც გვიკარნახებს საკუთრივ არჩევნების შედეგები.
შევეცდები ავხსნა და დავასაბუთო ეს მოსაზრება:
1. დასამალი არ არის, რომ ოპოზიციის მიმართ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილის ნდობა არც ისე მაღალია. ის თვლის, რომ “ესენიც პორტფელებისთვის იბრძვიან და არაფერი შეიცვლება”.
შესაბამისად, ეს ნაბიჯი ამ განწყობებს გაანეიტრალებს.
2. სკეპტიციზმის მეორე მიზეზი – “ესენი დაჭამენ ერთმანეთს პრემიერობისთვის და ვერ შეთახმდებიან”.
შესაბამისად, ეს განწყობებიც განეიტრალდება.
3. საგრძნობლად გაამარტივებს პოსტ-საარჩევნოდ სახელისუფლებო კოალიციის ფორმირებაზე მოლაპარაკებების პროცესს.
4. გაუადვილებს საჯარო სექტორში დასაქმებულ ამომრჩეველს ხელისუფლების წინააღმდეგ არჩევანის გაკეთებას, გაქრება რა მათ მიმართ რევანშიზმის საფრთხე.
5. გაჩნდება ამომრჩეველში ცალსახა განცდა, რომ ის არჩევანს აკეთებს არა პარტიებს შორის, არამედ მიდის რეფერენდუმზე ევროპასა და რუსეთის იმპერიას შორის არჩევანის გასაკეთებელ.
6. პრემიერობის კანდიდატი პრეზიდენტთან ერთად გახდება პროცესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ლოკომოტივი.
საბოლოო ჯამში მივიღებთ სამ განზომილებიან პოლიტიკურ ბრძოლას:
ზურაბიშვილი vs ივანიშვილი
X(პრემიერობის კანდიდატი) vs კობახიძე
პროდასავლური პარტიები vs ქართული ოცნება.
ჩემი აზრით, ასეთი 3 შრის ფორმირების შემთხვევაში არჩევნები დასრულდება ოპოზიციის და შესაბამისად ევროპული არჩევანის სრული გამარჯვებით, ანგარიშით – 3 : 0

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება
ახალი ამბები

„ფინანსური განათლების ავტობუსი“- ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის ახალი საგანმანათლებლო პროექტი იწყება

20:55 11-04-2026
თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ნიუ-იორკში ‘“თბილისობა” გაიმართება

15:54 11-04-2026
სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა
ახალი ამბები

სილქნეტმა ISO/IEC 27001:2022 სერტიფიკატი მოიპოვა

13:12 11-04-2026
თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას
ახალი ამბები

თიბისი მხარს უჭერს ფერმერი ქალების გაძლიერებას

16:53 11-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved