თავდასხმა ენზელ მკოიანზე – “ქართული ოცნების” დეპუტატი
ამტკიცებს, რომ მას ჩაუსაფრდნენ და მისი ავტომანქანის აფეთქება სცადეს.
“თავდასხმა იყო, ძლიერი აფეთქება მოხდა, სამ კილომეტრში ისმოდა ყველაფერი. აფეთქება ამ ხის სიახლოვეს მოხდა, ხის ნაფოტები აქეთ-იქით ყრია. მანქანაში ყველა დამცავი ბალიში გაიხსნა. ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან შეშინდა. გახსოვთ ალბათ, დაახლოებით ერთი თვის წინ მე მოკვლით მემუქრებოდნენ “
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.
კომენტარები