• რეკლამა
  • კონტაქტი
07:12, შაბათი, 3 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ძიძა, კურიერი, მეეზოვე, დარაჯი – “300 ლარად” – სად და როგორ ასაქმებს მთავრობა სოც. დაუცველებს?

ალია ავტორი - ალია
20:04 04-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი, ტრენდული
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
764

სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ფარგლებში 22 ათასამდე ვაკანსიაა რეგისტრირებული და მსურველების ნაწილი უკვე დასაქმდა.

ინფორმაციას „ბიზნეს ფორმულა“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების მონაცემებით, სოციალურად დაუცველებს ახლა დასაქმება მეეზოვის, დარაჯის, გამწვანებისა და კეთილმოწყობის თანამშრომლის, საბავშვო ბაღში ძიძის დამხმარის, კურიერის, საოფისე სამუშაოებზე დამხმარე პერსონალისა და დასუფთავების პოზიციებზე შეუძლიათ.

პროგრამის ფარგლებში ვაკანსიების უმეტესობა წარმოდგენილი აქვთ ეროვნულ სატყეო სააგენტოს, გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და მუნიციპალიტეტების თვითმმართველობებს.

„11 აპრილის მდგომარეობით, 4 457 სოციალური ხელშეკრულებაა გაფორმებული. მოქალაქეების უმეტესი ნაწილი პირველი აპრილიდან შეუდგა საქმიანობას. გვაქვს ცალკეული შემთხვევები, სადაც საქმიანობა 18 მარტიდან დაიწყო. 

სააგენტოს სულ 19 922-მა დაინტერესებულმა პირმა მომართა. ისინი პროგრამის შინაარსსა და შეთავაზებებს გაეცნენ. საზოგადოებრივ სამუშაოებზე ჩართვაში თანხმობა განაცხადა 7 451-მა პირმა“, – აღნიშნავენ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში. 

ამ ეტაპზე ყველაზე მეტი დასაქმების მსურველი იმერეთშია – 3019 სოციალურად დაუცველი მოქალაქე. შემდეგ მოდის თბილისი -3026 მოქალაქე და გურია – 2400 მოქალაქე.

შეგახსენებთ, სოციალური შემწეობის მიმღები, შრომისუნარიანი პირებისთვის საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა პირველ მარტს დაიწყო. საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული მოქალაქის ხელფასი 300 ლარია.   

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პირველ ეტაპზე მუნიციპალიტეტებსა და სამინისტროებში 50 ათასამდე ვაკანსიის მობილიზება მოხდება.

მუშახელი თვეში 300 ლარად სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან – “მთავრობას სჭირდება მუშახელი” – ღარიბაშვილი

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილისოც. დაუცველების დასაქმება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:13 10-02-2026
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, YouTube ბიზნესშოუ – Punchline Profit

15:31 10-02-2026
ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!
ახალი ამბები

ჩაირთე მრავალფეროვანი პაკეტები სილქფესტის აქციით!

12:09 10-02-2026
ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“
ახალი ამბები

ფილტვის დაავადებების ადრეული დიაგნოსტიკა – რას მოიცავს სრული პულმონოლოგიური კვლევა „ნიუ ჰოსპიტალსში“

19:44 10-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved