გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:
„ძალიან ვთხოვ კოლეგებს, განსაკუთრებით ნევროპათოლოგებს, დაკვირვებით ნახონ ის კადრები, როცა სააკაშვილი რუსთვის ციხიდან გადაჰყავთ და ის ერთი კვირით ადრე გადაღებული კადრებიც, რომელიც რუსთვის ციხის სამედიცინო ოთახიდანაა.
სააკაშვილის მოძრაობა არის ავტომატიზმი.
ეს არაა ცნობიერი მოძრაობა.
უფრო რეფლექსურია.
ძალიან არ მინდა სამედიცინო არასასიამოვნო დეტალებში წასვლა.
რუსთავის ციხის კადრებიდან მოყოლებული,
არცერთი ადამიანის არ მჯერა, რომელიც მიშა სააკაშვილის ხელით დაწერილი წერილს გამოიტანს
არცერთი ადამიანის არ მჯერა, რომელიც ამბობს რომ სააკაშვილი ,,დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია,, და სტრუქტურული წინადადების ვერბალიზაცია შეუძლია.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ
პარლამენტარებმა გამოიყენეთ თქვენი კანონიერი უფლება და ნუ მოასვენებთ ელჩებს, დასავლეთს და უკანონო იუსტიციასაც.
საქართველოს ცნობად საერთაშორისო წონის ადამიანებს ვთხოვდი, განსაკუთრებით ბატონ პაატა ბურჭულაძეს, რომ მისი შიმშილობით პროტესტი უდიდესი საერთაშორისო რესურსის არ გამოყენებაა.
ხომ შეიძლება კონცერტი დასავლეთში საქართველოს ცნობილი ხელოვნებისა,
,,თავისუფლება საქართველოს პრეზიდენტს,,
კომენტარები