• რეკლამა
  • კონტაქტი
04:41, ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ძალიან უცნაურია და შემაშფოთებელი, რომ პრემიერ-მინისტრი ამ არგუმენტს იყენებს” – დიხამინჯია

ალია ავტორი - ალია
02:40 02-16-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

“ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ნანა დიხამინჯია:

ისევ კობახიძე: “საქართველოში იყო ასეთი სისტემა, იყო ერთი უნივერსიტეტი თესუ იყო არა მარტო დედა უნივერსიტეტი, როგორც ასეთი, იყო ერთი უნივერსიტეტი, ერთადერთი უნივერსიტეტი 90-იან წლებამდე ამის მიღმა იყო ინსტიტუტები, სამედიცინო ინსტიტუტი, პოლიტექნიკური ინსტიტუტი და ასე შემდეგ, პედაგოგიური და ასე შემდეგ. ეს სისტემა მოიშალა 90-იან წლებში და ამას მოყვა სწორედ ძალიან სერიოზული პრობლემები, ერთ-ერთი მიზეზი ამ სისტემის მოშლაც იყო. იმ პრობლემებისა, რაც შეიქმნა უმაღლესი განათლების სისტემაში, ჩვენ გვინდა მეტ-ნაკლებად აღვადგინოთ ის მოცემულობა, რაც განაპირობებს მწიერი რესურსების ოპტიმალურად გამოყენებას. ეს არის მთავარი ამოცანა და რა თქმა უნდა მზად ვართ კიდევ უფრო სიღრმისეულად გავსლოთ ეს საკითხი. ეს არის მთავარი ამოცანა. მეტნაკლებადება ჩვენ ვუბრუნდებით არასრულად, მაგრამ მეტნაკლებად იმ მოცემულობას, რომელიც იყო ჩამოყალიბებული 90-იან წლებამდე, ვიდრე მოიშლებოდა უმაღლესი განათლების სისტემა და ვიდრე მას მიადგებოდა ძალიან მძიმე ზიანი და ძალიან მძიმე დარტყმა.”

ამ ბოდვის მოკლე შინაარსი: საბჭოთა კავშირში გადასარევი უმაღლესი განათლება გვქონდა და ეგ უნდა აღვადგინოთო.

არა, არ გვქონდა. 80-90-იანი წლების საბჭოთა უნივერსიტეტები სამეცნიერო, საინჟინრო, ბიზნესის და ტექნოლოგიების სწავლების კუთხით (ანუ იმ ყველაფრით, რაც ზრდის ქვეყნის ეკონომიკას) იყო საკმაოდ ჩამორჩენილი დასავლურ უნივერსიტეტებთან შედარებით. და ეს ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა, როცა დაიშალა საბჭოთა კავშირი – როგორ განვითარდა რუსული მეცნიერება და ტექნოლოგიები და რა უბედურ მდგომარეობაშია ახლა.

ის, რომ რუსული ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერება ჩანდა მსოფლიო რუკაზე, მხოლოდ წინა წლების შედეგად დარჩა, და ისიც მხოლოდ თეორიული კუთხით. ვიცი, იმასაც მეტყვით, რომ დასავლეთმა წაზიდა პოსტსაბჭოთა მეცნიერები. ამაზე მიგითითებთ, რომ არაჩვეულებრივი ქართველი მეცნიერები და ინჟინრები გვყავს უცხოეთში, მაგრამ ეს არ ნიშნავს ამ დარგების განვითარებას საქართველოში. ეს ნიშნავს პოტენციალს, რომელსაც საკუთარი ქვეყანა ვერ იყენებს.

გადარჩნენ ის პოსტსაბჭოთა ქვეყნები, ვინც ევროპულ განათლებას შეუერთდნენ და დიდი ენერგია დახარჯეს ევროპული დონის განათლების დასამკვიდრებლად, რომელიც წარსულში კი არ რჩება, არამედ მუდმივად მომავალში იყურება – ქმნის ინტერდისციპლინურ პროგრამებს, მიკროხარისხებს, გარდამავალ კრედიტებს, აუმჯობესებს სწავლების მეთოდებს და ხელს უწყობს კვლევების კომერციალიზაციას.

იმაზე არაფერს ვამბობ, რამხელა ნეპოტიზმი და კორუფცია იყო მაშინ საქართველოს უნივერსიტეტებში. სამედიცინოს ტაქსები საყოველთაოდ იყო ცნობილი.

ძალიან უცნაურია და შემაშფოთებელი, რომ პრემიერ-მინისტრი ამ არგუმენტს იყენებს – 30 წლით უკან უნდა დაგაბრუნოთო. უნდა გვეშინოდეს ამ წინადადების.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved