• რეკლამა
  • კონტაქტი
15:13, პარასკევი, 16 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ძალიან უცნაური სიჩუმის ფონზე დიდი ამბები ხდება! ,,სიტუაციური ოთახი” ამერიკაში აქტიურდება მხოლოდ მაშინ, როცა ესაა მოსალოდნელი” – ნიკო მიქაია

ალია ავტორი - ალია
17:58 10-26-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
525

სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მიქაია:

საკითხის სპეციფიურობიდან გამომდინარე, ვცდილობ ძალიან ცოტა ვთქვა ამ ამბავზე, მაგრამ ბოლო დღეების ძალიან უცნაური სიჩუმის ფონზე დიდი ამბები ხდება!
1. 25 ოქტომბერს აშშ-მ კიდევ ორი ავიამზიდი დაძრა ისრაელისკენ! ანუ დაახლოებით 14-15 დღეში რეგიონში განლაგდება 4 დამრტყმელი ავიამზიდი! ბრიტანეთმა სამეფო ფლოტის გემები რამდენიმე დღის წინ გადაისროლა რეგიონში და დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ საფრანგეთმა მისტრალიც გაგზავნა უკვე!
2. ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ ,,სიტუაციურ ოთახში” ჩაატარა სპეციალური თათბირი! ,,სიტუაციური ოთახი” ამერიკაში აქტიურდება ძალიან იშვიათად და მხოლოდ მაშინ, როცა მოსალოდნელია ომი ან რამე ძალიან სერიოზული სამხედრო ოპერაცია ან თავდასხმა ამერიკაზე! როგორც ცნობილია ბოლოს ბინ-ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციის იყო ამერიკის პრეზიდენტი ამ ბუმკერში და ოქედან ადევნებდა თვალს განვითარებულ მოვლენებს!
3. რამდენჯერმე დაიბომბა ამერიკის სამხედრო ბაზები რეგიონში და პენტაგონმა ოფიციალურად დაადასტურა რამდენიმე ამერიკელი ჯარისკაცის დაჭრა! გუშინ ბაიდენმა ოფიციალურად გააფრთხილა ირანი და მისი ,,პროქსები”, რომ თუ მსგავსი რამ განმეორდება, ამერიკა გასცემს ყველას პასუხს და ირანი ამისთვის უნდა იყოს მზად!
4. გუშინ ერთმანეთს შეხვდნენ ჰამასის, ჰეზბოლას და ისლამური ჯიჰადის ლიდერები და განიხილეს როგორი უნდა იყოს მათი კოორდინირებული მოქმედებები ,,ისრაელის სისასტიკის” წინააღმდეგ.
5. ბენიამინ ნეთანიაჰუმ დღეს თქვა, რომ დამტკიცებულია სახმელეთო ოპერაციის გეგმაც და დაწყების თარიღიც, მაგრამ დეტალებზე არ ისაუბრებს! ნუ არსებობს ოფიციალური მუქარები ირანიდან და მისი ,,პროქსებიდან”, რომ სახმელეთო ოპერაციის შემთხვევაში ისინი გაანადგურებენ ისრაელს!
6. ისრაელში უფრო და უფრო აქტიურდება ანტი-რუსული განწყობები! გახსოვთ ალბათ რამდენიმე დღის წინ ლიკუდის პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ჩართვა RUSSIa TODAY-ს ეთერში, სადაც მან ოფიციალურად დაადანაშაულა რუსეთი ჰამასის მხარდაჭერაში და პასუხისმგებლობითაც დაემუქრა! ჰამასის უკან რომ ირანთან ერთად რუსეთიც დგას, ამაში უკვე ეჭვი არავის ეპარება!
7. ამერიკამ ასევე გააძლიერა მისი სამხედრო ბაზები რეგიონში საჰაერო თავდაცვის სისტემებით (რაც ასევე მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როცა ის ბაზები ელოდებიან თავდასხმებს!
8. და ბოლოს: ბოლო რამდენიმე დღეა ძალიან უცნაური და საშიში სიჩუმეა რეგიონში (თუ ისრაელის ავიაიერიშებს არ ჩავთვლით). და უბრალოდ მიდის არანორნალურად დიდი რესურსების მობილიზება ორივე მხარეს!
ვიმეორებ: საკითხი ძალიან სპეციფიურია და მაქსიმალურად მშრალად დავწერე ყველაზე საინტერესო ფაქტები! არაფრის მტკიცება არ მინდა, მაგრამ ჩემი მოკლე ჭკუით დიდი ომი გარდაუვალია! 4-5 წელიწადში იქნება ახალი მსოფლიო! და ეს მსოფლიო იქნება სხვანაირი: ან ძალიან ნათელი, ან ძალიან ბევრი წლით დაბნელდება!
პ.ს. ყველაზე მაგარი კი ის მოხდა ამ დღეებში, რომ სი ცზინ პინმა გააკეთა განცხადება, რომ ჩინეთმა და ამერიკამ აუცილებლად უნდა ითანამშრომლონ ყველა მიმართულებით!
ყველაზე მეტად მე პირადად ის გამიხარდება, რომ ვცდებოდე და ეს ყველაფერი უბრალოდ კუნთების დატოლება იყოს და ძალის დემონსტრირება! და მაინც: ,,გადაწყვეტილებები, რომელსაც ახლა მივიღებთ და მოქმედებები, რომელიც გვექნება მომავალი 4-5 წლის განმავლობაში, განაპირობებს მსოფლიოსი წესრიგს მომავალი 40-50 წლის განმავლობაში-ამერიკის პრეზიდენტები ტყუილად მსგავს ფრაზებს არ ისვრიან!
შეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი, რომელშიც ნაჩვენებია „3 2 w W“ გამოსახულება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
“კომუნისტური ჩინეთი ისეთივე ბოროტებაა, როგორც წითელი, თეთრი ან მწვანე რუსეთი” – თავდგირიძე
ახალი ამბები

“კომუნისტური ჩინეთი ისეთივე ბოროტებაა, როგორც წითელი, თეთრი ან მწვანე რუსეთი” – თავდგირიძე

04:12 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved