• რეკლამა
  • კონტაქტი
04:23, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ძალიან საპატივცემულო ადამიანია მამაჩემი, თენგიზ კიტოვანი და სიგუაც…“ – ნათია კიტოვანი

ალია ავტორი - ალია
01:53 07-12-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
634

„ალია“ ესაუბრება, საქართველოს ყოფილი თვადაცვის მინისტრის, თენგიზ კიტოვანის ქალიშვილს, მხატვარ ნათია კიტოვანს:

– მამაჩემს რომ დაბადების დღე მივულოცე, დამცხეს  და გადამიარეს, ზვიადისტები მყოლიან შემომძვრალნი, აი, მიულოცა დაბადების დღე და დაესიეთო… თურმე ეს მანანას ჯგუფი, მდედრიონი, თუ მამრიონი, ჩასაფრებულები ყოფილან, წავიდა ლანძღვა-გინება.

კარგი იყო ის, რომ გამოჩნდა რა დონის ხალხია. მივულოცე დაბადების დღე, რატომაც არა, ვგიჟდები მამაჩემზე და ძალიან მიყვარს.

მამაჩემი მაშინ თავდაცვის მინისტრი იყო, თენგიზ სიგუასთან ერთად გადაუდგა ზვიადს… ძალიან სერიოზული თემა იყო, სერიოზული ბრალდება იყო მაშინ გამსახურდიაზე. რუსეთში მოხდა გადატრიალება, ელცინი იყო დასავლეთის კაცი, რომელმაც დაიწყო საბჭოთა კავშირის დემონტაჟი.

საბჭოთა კავშირის აღდგენის მომხრე დაჯგუფება იყო იაზოვის თამადობით, რომელსაც სურდა გადატრიალება. მაშინ იყო, ზვიადმა დაიბარა თენგიზი და უთხრა, რომ უნდა დაიშალოს ქართული ჯარი. მამაჩემმა უარი უთხრა და გადაუდგა მაგის გამო.

იაზოვმა გამოაცხადა კიდეც, გამსახურდია ჩვენ მხარეს არისო, ჩამოთვალა რესპუბლიკები, ვინც მისცა ხმა საბჭოთა კავშირის აღდგენას და ჩვენდა სამარცხვინოდ ზვიად გამსახურდია მათ რიგში იყო. გადავრჩით, ედუარდმა და ელცინმა დაამარცხა იაზოვი და მთელი დაჯგუფება.  იმას რომ მოეგო რუსეთში, მამაჩემს თავის გვარდიასთან ერთად დამარხავდნენ აუცილებლად, რუსის ჯარს შემოიყვანდნენ და ასე დამთავრდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობა.

ძალიან  საპატივცემულო ადამიანია მამაჩემი, სიგუაც…

მთელი ეს დემოკრატიული ძალები, ჭაბუა ამირეჯიბი და რეზო ჩხეიძე იყვნენ მოღალატეები, თურმე და ყველაზე საამაყო ქართველებზე იყო გალაშქრება, პატრიარქის თამადობით, თუმცა, მაშინაც ფეტიშმა გადაძლია საზოგადოების ნაწილს. ამ საზოგადოებაში იქნება ამოტივტივდეს გონიერი და მადლიანი ადამიანი, რომელსაც ღმერთიც მიეხმარება, რომ საზოგადოება გააერთიანოს.

შეიძლება ღმერთმა ესეთი ადამიანი გამოგვიგზავნოს. გამაგრება გვჭირდება, ძალიან დაქსაქსულები ვართ. ერთმანეთის გატანისთვის და დახმარებისთვის უნდა ვიყოთ განწყობილნი და არა მთავრობების დასახმარებლად, მთავრობები ისედაც კარგად არიან, მაღალ ხელფასსაც იღებენ და მშვენივრად არიან.

– ახლა დამოუკიდებლები ვართ?

– ჩვენ გვეგონა რომ ამერიკაა თავისუფლება და დასავლეთისკენ წასვლა. პირველი ამოცანა იყო რუსეთიდან გამოსვლა და ამაში ზვიადსაც აქვს წვლილი, რეფერენდუმი ჩაატარა, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო… ეტყობა ამ 200 წლიანმა მონობამ მენტალიტეტი ჩამოგვიყალიბა ისე, რომ ვიღაცა გვჭირდება – პატრონი, ან არ გვჯერა საკუთარი თავის, ან ზარმაცები ვართ. უცებ გადავეშვით მეორე უკიდურესობაში.

– ან უბრალოდ ეროვნული მთავრობა არ გვყავს?

-არ გვყავს კი, ასეა. ამიტომ არ არის ჩემი საქართველო „ქართული ოცნება“, რადგან ეს არ არის ქართული.

თამო კეშელავა, ალია №23

თეგები: ნათია კიტოვანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სამედიცინო ინვენტარი
ახალი ამბები

რატომ არის ჟანგბადის ბალონის სწორად შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? – სამედიცინო ინვენტარის ქირაობა

21:48 09-02-2026
შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე
ახალი ამბები

შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე

19:44 09-02-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა

18:48 09-02-2026
“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე –  სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?
ახალი ამბები

“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე – სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?

13:13 09-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved